გილერმო დელ ტორო ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება

გილერმო დელ ტორო, რომელმაც შარშან ვენეციის კინოფესტივალზე “ოქროს ლომი” დაიმსახურა წყლის ფორმისთვის, წელს, 75-ე ფესტივალზე, ჟიურის თავმჯდომარე იქნება.

“როგორც პრეზიდენტმა, ვუხელმძღვანელო ვენეციის ფესტივალს, ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც პატივითა და მადლიერებით ვიღებ”, განაცხადა რეჟისორმა.

დელ ტორო პირველად ვენეციაში ჯერ კიდევ 20 წლის წინ, 1997 წელს ჩავიდა ფილმით მიმბაძველი.

75-ე კინოფესტივალი 29 აგვისტონად 8 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

variety.com

Comments

comments