ვენეციის 2017 წლის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამა ცნობილია

ვენეციის რიგით 74-ე კინოფესტივალის ოფიციალური საკონკურსო პროგრამა ცნობილია. ფესტივალზე, რომელიც იტალიის “არხების ქალაქში” მიმდინარე წლის 30 აგვისტოდან 9 სექტემბრამდე ჩატარდება, კინოჯილდოებისთვის ალექსანდერ პეინის, დარენ არონოვსკის, ჯორჯ კლუნის, გილერმო დელ ტოროს, აბდელატიფ კეშიშისა და სხვა ცნობილ რეჟისორთა უახლესი ფილმები იბრძოლებენ.

ვენეციის 2017 წლის ოფიციალურ საკონკურსო პროგრამაში შემდეგი სრულმეტრაჟიანი ფილმებია:

Ammore e Malavita (იტალია) – რეჟ. ანტონიო მანეტი & მარკო მანეტი

Angels Wear White (ჩინეთი) – რეჟ. ვივიან ცუ

Downsizing (აშშ) – რეჟ. ალექსანდერ პეინი

Ex Libris : New York Public Library (აშშ) – რეჟ. ფრედერიკ ვაიზმენი

First Reformed (აშშ) – რეჟ. პოლ შრეიდერი

Foxtrot (ისრაელი) – რეჟ. სამუელ მაოზი

Hannah (საფრანგეთი, იტალია) – რეჟ. ანდრეა პალაორო

Human Flow (აშშ, გერმანია) – რეჟ. აი ვეივეი

Jusqu’à la garde (საფრანგეთი) – რეჟ. ქსავიე ლეგრანი

L’insulte (ლიბანი) – რეჟ. ზიად დუეირი

La Villa (საფრანგეთი) – რეჟ. რობერ გუედიგიანი

Lean on Pete (დიდი ბრიტანეთი) – რეჟ. ენდრიუ ჰაიგი

Mektoub Is Mektoub (საფრანგეთი) – რეჟ. აბდელატიფ კეშიში

Mother! (აშშ) – რეჟ. დარენ არონოვსკი

Suburbicon (აშშ) – რეჟ. ჯორჯ კლუნი

Sweet Country (აშშ) – რეჟ. უორვიკ თორნტონი

The Leisure Seeker (იტალია) – რეჟ. პაოლო ვირცი

The Shape of Water (აშშ) – რეჟ. გილერმო დელ ტორო

The Third Murder (იაპონია) – რეჟ. ჰიროკაზუ კორიდა

Three Billboards Outside Ebbing, Missouri (აშშ) – რეჟ. მარტინ მაკდონაჰი

Una Famiglia (იტალია) – რეჟ. სებასტიანო როზა

სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ ფილმებს ფესტივალის ჟიური გამოავლენს, რომლის პრეზიდენტიც ცნობილი ამერიკელი კინოვარსკვლავი ანეტ ბენინგია.

 

წყარო: www.reginfo.ge

Comments

comments