წლევანდელი ევროპული კინოს ფესტივალის ფილმები ცნობილია!

ევროპული კინოს ფესტივალს წელს 30 წელი უსრულდება. ფესტივალზე ჯილდოები 22 ნომინაციაში გაიცემა, საუკეთესო ევროპული ფილმიდან დაწყებული, ხალხის რჩეულით დამთავრებული. დაჯილდოების ცერემონიალი ხან პარიზში, ხან ბარსელონაში, თუ რომში ტარდება, თუმცა ყოველ მეორე წელიწადს – აუცილებლად ბერლინში. 2017 წელი ბერლინის წელია. ცერემონიალი სწორედ გერმანიის დედაქალაქში, 9 დეკემბერს გაიმართება.

წელს შერჩევაში 51 მხატვრული და 15 დოკუმენტური ფილმი მოხვდა, მათ შორის მიხაელ ჰანეკეს ჰეპი ენდი და ანდრეი ზვიაგინცევის უსიყვარულო.

რაც შეეხება ნომინაციებს, 30-ე ევროპული კინოს ფესტივალის კანდიდატები 5 ნოემბერს გახდება ცნობილი.

Comments

comments