ჯენიფერ ლოურენსი: “უცნაურია, იყო სექსსიმბოლო”

უცნაურია, იყო სექსსიმბოლო. თუმცა, ეს არც ისე ცუდია.

ოჯახში ერთადერთი გოგო ვარ. ლოურენსებმა მხოლოდ ბიჭების კეთება იციან. მე ერთგვარი სასწაული ვარ.

მე არა ჰოლივუდიდან, არამედ კენტუკიდან მოვდივარ. კენტუკი კი ის ადგილი არ არის, სადაც მშობლები თავიანთ შვილებს გამუდმებით უმეორებენ: “შენ წარმატებული უნდა გახდე!” ასე რომ, როცა 14 წლისამ გამოვაცხადე, რომ ნიუ-იორკში მივდიოდი, ჩემმა მშობლებმა მითხრეს: “დაივიწყე!” მაგრამ მე ჩემი ფული მქონდა, რომელიც ძიძობით გამოვიმუშავე და ვთქვი: “მე მაინც წავალ!”

თავიდან დედაჩემს სჯეროდა, რომ აქედან არაფერი გამომივიდოდა და სახლში დარბუნებას მთხოვდა. შემიძლია, გავუგო. ბოლოს და ბოლოს, მისი ქალიშვილი 14 წლის ასაკში გაიქცა სახლიდან.

ქუჩურ ცხოვრებაზე ზუსტად იმდენი გამეგება, რამდენიც გარგარისფერ ჯუჯა პუდელზე.

არიან მსახიობები, რომლებიც თავიანთ თავს თვითონვე ქმნიან და არიან მსახიობები, რომლებიც საკუთარი თავის შექმნას სხვას ანდობენ. მინდა, მჯეროდეს, რომ ჩემი თავი მე თვითონ შევქმენი.

როგორ გავხდი მსახიობი? დაბალ კლასებში პათოლოგიური მატყუარა გახლდით – სულ ვიღაცის გაცურება მინდოდა. მაგალითად, თუ ყურს მოვკრავდი წუწუნს: “ღმერთო ჩემო, როგორ მტკივა ფეხები”, მაშინვე ვჩერდებოდი და ვამბობდი: “გტკივა? შემდეგ კვირას ორივე ფეხის ამპუტაციას მიკეთებენ.” ერთხელ, სკოლაში მოსულ დედაჩემს ეუბნებიან: “ძალიან ვწუხვართ თქვენი გოგოს ფეხების გამო.” დედაჩემმა გვერდით გამიყვანა და მეც სიმართლის თქმა მომიწია: “მათ ისიც ვუთხარი, რომ ერთ დროს მილიონერები ვიყავით, რომ შენ კიდევ ერთ ბავშვს ელოდები, რომ დასვენების დღეებში კატებსა და ძაღლებს სტერილიზაციას ვუკეთებ.” თუმცა ახლა, როცა მსახიობი გავხდი, შემიძლია, აღარ მოვიტყუო.

წარმატება იმას არ ნიშნავს, რომ ცოტა უნდა იმუშაო და ხალხი არაფრად ჩააგდო.

წითელი ხალიჩა – ეს წარმოუდგენლად საშიში რამაა. ერთდროულად  მღელვარება, კანკალი და ნერვიულობა გიპყრობს… ცოფიანი ჩიხუახუასავით ამიტომაც იქცევი.

სად არის ჩემი ოსკარი? თავიდან მისი დადგმა სახლში მინდოდა, მაგრამ შემდეგ ის დედაჩემმა ნახა და თქვა: “არა, ამიერიდან ის ჩემია!” და თუ არ ვცდები, ის დღემდე დედაჩემთან, პიანინოს თავზე დგას.

ოსკარის დაჯილდოების შემდეგ ჰარვი ვაინსტინის (ცნობილი ამერიკელი პროდიუსერი) წვეულებაზე გავეშურე. იქ ცოტა ხანს ჭიქით ხელში ვიდექი და ვუყურებდი, როგორ სვამდნენ და ზეიმობდნენ ჩემი მშობლები. მერე კი ავდექი და ჩუმად სახლში გავიპარე.

მიყვარს სახლში ყოფნა. ყოველთვის ვეძებ სახლში დარჩენის მიზეზს.

იყო ცნობილი – ნიშნავს, რომ ერთ დღეს ბანანების მაღაზიაშიც ვეღარ შეხვალ შენს გემოზე. არა იმიტომ, რომ გასვლა გეზარება, არამედ იმიტომ, რომ ვიღაც არანორმალური ფოტოს გადასაღებად მოგვარდება.

ქვეყანა სულელებითაა სავსე, შესაბამისად, მათი დაიგნორებით ცხოვრებას გაიმარტივებ.

ყოველთვის მინდოდა, მცოდნოდა, კონკრეტულად როდის და რა მომენტში მიღებს პაპარაცი, ამის გამოცნობით თავიდან ავიცილებდი ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: “ჯენიფერ ლოურენსი უკვე მესამე დღეა ერთსა და იმავე ჯინსში მოძრაობს.”

ამბობენ, რომ ბოზი ლესბოსელივით ვიცვამ.

ახლა, როცა ბევრს გამოვიმუშავებ, მაღალი ფასები კიდევ უფრო შემძულდა. როცა ლოს-ანჯელესის მაღაზიაში შევდივარ და იქ 150 დოლარის ღირებულების მაისურს ვხედავ, ჩემში პატარა, აგრესიული კენტუკელი გოგონა იღვიძებს.

კენტუკში დიზაინერის ნამუშევარი ყველას ფეხებზე ჰკიდია.

გვყავს კი ვინმე რობერტ რედფორდისა და პოლ ნიუმანის მსგავსი?! აი, რაშია საქმე. მმმ.. მგონი, არა.

შეიძლება, რეჟისორობა მოვსინჯო. ვინ იცის? ათი წლის წინ დღევანდელობას ვერც კი წარმოვიდგენდი. შეიძლება, ათი წლის შემდეგ როდეოს ჩემპიონიც კი გავხდე.

ხუთი წლის ასაკში ექიმობა მინდოდა, შესაბამისად, სისხლი და გადმოყრილი ნაწლავები ჩემზე არ მოქმედებს.

ბავშვობაში ჭრიჭინებს ვხოცავდი, ისინი ჩემს ოთახში გამუდმებით დახტოდნენ და ამას ჭკუიდან გადავყავდი. ერთ-ერთი მათგანისთვის თავის წაგლეჯვასა და სხვების დასანახად გამოფენასაც კი ვფიქრობდი. თუმცა, ჭრიჭინებს ამ გაფრთხილების აღქმის უნარი არ აქვთ, აი, ვირთხებს – კი. ვირთხები ჭკვიანი ნაბოზრები არიან.

მე მსახიობი ვარ, შესაბამისად, არ მინდა, ხალხს მხოლოდ ერთი როლით დავამახსოვრდე.

როცა ადამიანებთან ურთიერთობ, გინდა, რომ მათ მარტო შენი მკერდი არ აინტერესებდეთ.

შეიძლება, ბოლოს ბოზიც გავხდე, მაგრამ ისინი ხომ ისედაც ბევრნი არიან.

ჰოლივუდში ყველა ღორმუცელას მეძახის. მე მსუქნად ვითვლები, იმიტომ, რომ გამოქვაბულის კაცივით ბევრს ვჭამ. მგონი, ერთადერთი მსახიობი ვარ, რომელზეც ანორექსიის ჭორი არ გავრცელებულა.

ვერ ვიტან დიეტებს. თუ ჩემი თანდასწრებით ვინმე სიტყვა “დიეტას” ახსენებს, მაშინვე მინდება, ვუთხრა: “აუ, წადი რა, თავი გაიჟიმე.”

ჩემი ტატუ — H2O — ყოველთვის მახსენებს, რომ ბევრი წყალი უნდა მივიღო. ჩემთვის ამაზე მნიშვნელოვანი სიმბოლო და ფრაზა არ არსებობს. ეს ფრიად პრაქტიკული ტატუა.

ჯუნგლები – არ არის მათთვის, ვისაც ყველაფრის ეშინია. შიმშილის თამაშებს როცა ვიღებდით, ყველა მეუბნებოდა: “ჯუნგლებში ობობები არ არიან.” მე კი მაშინვე სამი ობობა ვნახე და ღრიალიც მოვრთე.

მე ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ. სამუშაო დღის დასრულების შემდეგ სასუსნავებით მომარაგება და კარგი რეალითი-შოუს ყურება მიყვარს.

ურთიერთობისგან მხოლოდ ერთი რაღაც მჭირდება – ადამიანი, ვისთან ერთადაც ტელევიზორის ყურებას შევძლებ.

ყოველი ახალი ფილმის გადაღებისას საკუთარ თავად ყოფნა სულ უფრო და უფრო მიადვილდება.

ჩემი ყველაზე დიდი შიში – ხალხში დალევაა. კიდევ საშინლად ვცეკვავ, ზუსტად ისე, როგორც მიკი-მაუსი ელექტრო სკამზე.

სწრაფად მოფსმა შემიძლია. ეს ჩემი ნიჭია და მე ეს ყოველთვის შემეძლო.

 

წყარო: www.esquire.ru

მოამზადა ლალი ახვლედიანმა

Comments

comments