ხორვატიის ერთწუთიანი ფილმების ფესტივალის გამარჯვებული ქართველი რეჟისორი გახდა

ხორვატიაში წელს გამართული რიგით 25-ე ერთწუთიანი ფილმების ფესტივალი ქართველი წარმომადგენლების ტრიუმფით დასრულდა. 26 წლის ქართველი რეჟისორი ელენე სებისკვერაძე ფესტივალის მთავარი პრიზის, ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მან ეს წარმატება მისი საავტორო ანიმაციური ფილმით “პატარა ხოჭო” დაიმსახურა.

ფესტივალი 7 სექტემბერს გაიხსნა და მის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის სულ 450 საკონკურსო ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. 60 ფინალისტი ფილმიდან საუკეთესოდ ქართული სურათი აღიარეს, რომლის რეჟისორიც და სცენარისტიც თვითონ ელენეა.

 

Comments

comments