კრისტინ დევისი: “ღარიბი ვიყავი და მიმტანად ვმუშაობდი”

ჩემს ღმერთს სახელი არ აქვს.

ალკოჰოლიზმი გენში გვაქვს. თინეიჯერობისას ბევრს ვსვამდი. თუმცა, მას მერე, რაც გავაანალიზე, რომ შეიძლებოდა სიცოცხლე ავარიით დამესრულებინა, სასმელს აღარ მივკარებივარ.

ცხოვრებაში მძიმე წუთები ყველა ჩვენგანს გვქოია, მაგრამ როცა ხედავ, სხვები როგორ ცხოვრობენ და იტანჯებიან, ხვდები, თუ როგორი იღბლიანი ხარ შენ.

როდიუსერი ვიქნებოდი, მხოლოდ იმიტომ, რომ გადამეწყვიტა, რომელი ფილმები გადაღებულიყო და რომელი – არა!

კარგია, როცა გვერდში ვიღაც გყავს, თუმცა არ ვთვლი, რომ პირად ბედნიერებას ურთიერთობა განსაზღვრავს. ასე რომ იყოს, მაშინ ცხოვრება ძალიან სევდიანი იქნებოდა.

იქ, სადაც მე დავიბადე, ხალხს არც ფული ჰქონდა და არც ნარკოტიკები.

ზოგჯერ თამაშის პროცესში იმდენად ხარ ჩართული, რომ მომხდარიც კი გავიწყდება.

ხანდახან ვახშამზე ერთი ჭიქა წითელი ღვინს დალევა გინდება, თუმცა ხვდები, რომ ამ სიამოვნების გამო შეიძლება საკუთარ ჯანმრთელობას ავნო. ახლა კარგად ვარ და არ მინდა, დესტრუქციული ქცევით ჩემს თავს ზიანი მივაყენო.

ჩვენმა დედებმა ჩვენი უფლებების დასაცავად მძიმე გზა განვლეს და ჩვენ ვართ ის პირველი თაობა, რომელიც მიღწეული შედეგებით ტკბება. ამავდროულად კი, ჩვენ ვართ იმ ოცი წლის გოგოების დედები, რომლებიც საკუთარ თავს ფემინისტებად არ თვლიან.

დისნეის მიერ გადაღებულ ფილმში არასოდეს ვითამაშებ.

ჩვენი შოუ წიგნს დიდი ხანია, ჩამოშორდა.

მიხარია, როცა ხალხს ჩემთან მუშაობის სურვილი უჩნდება.

მსახიობობაზე ყოველთვის ვოცნებობდი და მინდოდა, ეს საქმე ჩემი ცხოვრების პროფესიად ქცეულიყო.

ღარიბი ვიყავი და მიმტანად ვმუშაობდი. ნიუ-იორკში კი ღარიბი მიმტანისთვის ცხოვრება საკმაოდ რთულია.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სექსი დიდ ქალაქშის ოთხივე მსახიობი ფემინისტები ვართ და გვწყინს, როცა ხალხს ამის არ სჯერა.

მიყვარს თეატრი და კრეატიულ და გიჟ ხალხთან მუშაობა.

მომწონს მაღალი, მწვანე ან თაფლისფერთვალებიანი მამაკაცები. მიყვარს, როცა კაცი იოგითა და მედიტაციითაა გატაცებული. ასევე, ძაღლების მოყვარული კაცები. არასოდეს შევხვდები კაცს, რომელსაც ჩემი ძაღლი არ ეყვარება.

ძაღლები სითბოს იმ ადამიანებთან ავლენენ, ვის მიმართაც განსაკუთრებულ სიახლოვეს გრძნობენ.

იცით რა, ეს შოუ ჩვენი შოუა და ის ყველასთვის არცაა გათვლილი.

არ ვარ სრულყოფილი, თუმცა ვცდილობ, გავხდე.

როდის გაქვს კარგი სექსი? მაშინ, როცა თავისუფლად ხარ და შენი პარტნიორის გჯერა, როცა შენს პარტნიორთან უცნაურ, ამოუხსნელ ქიმიურ სიახლოვეს გრძნობ.

მე ვარ მსახიობი, რომელსაც მუშაობა ძლიერ და კომუნიკაბელურ რეჟისორთან უყვარს.

ფილმზე მუშაობისას შენ შენს პატარა სამყაროს ქმნი.

დენი დევიტო კინოს სხვადასხვა კუთხით იცნობს. ის ერთდროულად პროდიუსერი, მსახიობი და რეჟისორია. ერთხელ, საღამოს, გადასაღებ მოედანზე ვისხედით და მითხრა: მომიახლოვდი, მინდა, თმა დაგვარცხნო, და მეც დავთანხმდი. თმის ვარცხნისას გამიმხილა, რომ მსახიობობამდე მანჰეტენში სტილისტად მუშაობდა. გაოცებული დავრჩი, თუმცა ეს სრული სიმართლე იყო.

 

წყარო: www.brainyquote.com

მოამზადა ლალი ახვლედიანმა

Comments

comments