მარგო რობი: “დიკაპრიოს სახეში გავარტყი”

მე ყოველთვის ძალიან დრამატული ვიყავი. წარმოდგენებს ვმართავდი, ხალხს ვაიძულებდი, ეყურებინა და ამაში ფულს ვახდევინებდი. ბიზნესში გარკვეული ბავშვი ვიყავი.

ძალიან მიყვარს ფრენა. თვითმფრინავის საჭმელიც კი მომწონს. არავინ გაწუხებს, მობილურზე არავინ გირეკავს და მეილებიც არ მოგდის.

60-იანი წლები ჩემი საყვარელი პერიოდია – ცივი ომი, ქალთა მოძრაობა. ამავე დროს მუსიკა, მოდა, ტანსაცმელი, ვარცხნილობა.

ავსტრალიაში მე დავტოვე ჩემი ყველა მეგობარი, ჩემი ოჯახი, შეყვარებულსაც კი დავშორდი.

მე უფრო მეტად ჯანმრთელობის შენარჩუნებას ვცდილობ, ვიდრე წონის.

რამდენჯერაც ფორტეპიანოს დავინახავ, იმდენჯერ მიჩნდება სურვილი, დავუკრა.

ჩემი ჰოლივუდური დასაწყისი ცოტათი უცნაური იყო. მანამდე ცნობილ ადამიანს არ შევხვედრივარ. წარმოდგენა არ მქონდა ეს ბიზნესი, ინდუსტრია თუ სამსახური როგორი იქნებოდა.

თუ ხალხი ჩემსა და ემა სტოუნს შორის არჩევანს გააკეთებს, ემას აირჩევს.

ჰარლი ქუინის როლის შესრულება, რა თქმა უნდა, ძალიან საპასუხისმგებლო და საშიშია, რადგან გინდა, უამრავ ადამიანს ასიამოვნო და თან გმირიც სრულყოფილად წარმოაჩინო. ეს გამოწვევაა, რომელზეც, რასაკვირველია, თანახმა ვარ და ვცდილობ, იმედი არავის გავუცრუო.

ტატუს გაკეთებისას ერთი ასო არასწორად დავწერე და ეს ძალიან ცუდი იყო.

მინდა, ძლიერი ქალი ვიყო, თუმცა ყოველთვის ასე არ ვგრძნობ თავს.

მე შეპყრობილი ვარ ტიტანიკით – გემით და არა ფილმით. მე ვხატავდი დიაგრამებს და ვადგენდი თეორიებს, რომ თუ ტიტანიკი სხვანაირად აშენდებოდა, ის არ ჩაიძირებოდა.

ცოტა უცნაური იყო. ჩემს ოჯახთან ერთად ვუყურებდი უოლ სტრიტის მგელს და უცებ გავიფიქრე: “ღმერთო ჩემო, ჩემი ძმაც აქ ზის, ძალიან უხერხული იქნება.” ოჯახის წევრების უმეტესობას კარგი რეაქცია ჰქონდა, მაგრამ ჩემს უფროს ძმასთან უსიამოვნო საუბარი შედგა. ის ეცადა, მოელოცა და ჩამხუტებოდა, მე კი ვუთხარი: “რამდენიმე დღე შეგვიძლია, უბრალოდ არ ვილაპარაკოთ.”

სინამდვილეში ადრე მსგავსი სექსის სცენაში მონაწილეობა არ მიმიღია. მქონია სცენა, სადაც სექსამდე მიდიხარ, ან როცა სექსი დასრულებულია, მაგრამ სრული სექსის სცენა, ისეთი, როგორიც უოლ სტრიტის მგელშია, არასოდეს მქონია.

მე ძალიან გახსნილი ადამიანი ვარ. ინტერვიუების დროს ბოლოს ათას სისულელეზე ვლაპარაკობ ხოლმე.

ყველგან მიმუშავია – ქარხანაში სერფინგის ინვენტარის დამფასოებლად, რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად, მაღაზიათა ქსელში და Subway-ში სენდვიჩების მზარეულად.

უოლ სტრიტის მგელის გადაღებისას ერთხელ ზედმეტად შევიჭერი როლში და დიკაპრიოს სახეში გავარტყი. მეგონა, დამაპატიმრებდნენ. ვფიქრობდი: “ეს ყველაზე დიდი სისულელეა, რაც კი ოდესმე გაგიკეთებია! ახლა გიჩივლებენ, ციხეში ჩაგსვამენ!” პანიკაში ვიყავი.

თუ ხალხი ჩემზე ილაპარაკებს, მინდა, ეს ჩემი საქმის გამო მოხდეს და არა იმის გამო, თუ როგორ გამოვიყურები.

ჩემს დიდ სამეგობროში ყვველაზე ლამაზი ნამდვილად არ ვარ. მე არ გავზრდილვარ იმ შეგრძნებით, რომ ლამაზი ვარ.

ახლა ვიცი, თუ როგორ მოვიპარო საათი, რომელიც ხელზე უკეთიათ. ეს საოცარი ნიჭია.

სიმდიდრე არაფერ შუაშია, მაგრამ ყველას აქვს აუზი და მე ნამდვილად წყლის ადამიანი ვარ. დედაჩემს ვერ ამოვყავდი იქიდან. აუზის ბოლოს დამიდებდა თეფშით საჭმელს და მეც წყალში ვიწყებდი ჭამას.

მე მივიღე შეგნებული გადაწყვეტილება, რომ არ მექნება რომანტიკული შეხვედრები მსახიობებთან.

როდესაც პირველად ვცადე ამერიკული აქცენტით საუბარი, გავიფიქრე, რომ ვერასდროს გავხდებოდი მსახიობი, რადგან ასე ლაპარაკი უბრალოდ არ შემეძლო. მაგრამ შემდეგ ვთქვი, რომ ეს იყო ის, რაზეც იქამდე უნდა მემუშავა, სანამ არ გამომივიდოდა.

თავს უბედურად ვგრძნობ, თუ არ ვჭამ.

 

წყარო:  http://www.imdb.com ;  https://www.brainyquote.com

მოამზადა ნიკა თამარაშვილმა

Comments

comments