მერვე გრძნობა – ვაჩოვსკების მორიგი სიგიჟე!

ავტორი: ციკო ინაური

 

წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ სრულიად უცხო ადამიანთან, რომელიც დედამიწის სულ სხვა კუთხეში ცხოვრობს, სულიერ და მენტალურ ერთობას გრძნობთ, აბსტრაქტულ, ხელშეუხებელ კავშირს, რომელიც სიგიჟეს ჰგავს. გიყვართ კაცი, რომელსაც არც კი იცნობთ, მაგრამ იცით, რომ ის თქვენი სულიერი ტყუპისცალია… ეს აღმოჩენა თავდაპირველად საშიში გეჩვენება. ვერ იგებ, რა გემართება, ვინ გეძებს, ვის ეძებ, ვინ ხარ საერთოდ. თუმცა, ზუსტად იცი, რომ ის აღარ ხარ, ვინც აქამდე იყავი. გესმის ხმები, გეჩვენება ფიგურები, იმ უცნობ ადამიანთან მთლიანობას განიცდი, და ბოლოს ეს ყველაფერი მოგწონს, იმიტომ, რომ ხვდები: მარტოობა არ არსებობს, შენ მარტო არ ხარ.

მერვე გრძნობა – მძაფრი ემოციების, საშიში მისწრაფებების და სექსუალური, ვნებიანი სიყვარულის სერიალია. ის მაყურებელშიც მძაფრ შეგრძნებებს აცოცხლებს და უნებლიედ გვიჩენს კითხვას: არსებობს კი ვინმე, ვინც შეგვიგრძნობს და ისეთებს მიგვიღებს, როგორებიც ვართ? ვისთან თამაშიც არ დაგვჭირდება და ვისთან ყოფნისასაც მარტო დარჩენის არ შეგვეშინდება.

მერვე გრძნობავაჩოვსკების სატელევიზიო სერიალია, რომლის პირველი სეზონი 2015, ხოლო მეორე – 2017 წელს გამოვიდა. სერიალი გვიყვება ისტორიას რვა, ერთმანეთთან სულიერად და მენტალურად დაკავშირებულ ადამიანზე, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ და განსხვავებული კულტურისა და აზროვნების მატარებლები არიან. მიუხედავად ამისა, მათ ერთი რამ აერთიანებთ: რვავე მათგანი, სრულიად გაუცნობიერებლად და დაუგეგმავად, ერთმანეთთან მჭიდრო კავშირს გრძნობს. ამ კავშირის გამო კი ვიღაცებს მათი მოკვლა სურთ…

მერვე გრძნობაში მაყურებელი განსხვავებულ სამყაროს ადევნებს თვალს, ისეთს, როგორიც სხვაგან არსადაა. ასე რომ, თუ მოგწონთ ვაჩოვსკები, ადამიანური, ტრაგიკული, სასიყვარულო და შთამბეჭდავი ისტორიები, თუ გჯერათ მიჯაჭვულობისა და გაუცნობიერებელი სიყვარულის, მაშინ ეს სერიალი თქვენთვისაა.

 

უყურე სერიალს ქართულად – აქ!

Comments

comments