“8 წუთის” მორიგი წარმატება ტოკიოს კინოფესტივალზე!

ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი 8 წუთი წარმატებულ საფესტივალო ცხოვრებას აგრძელებს. ამჯერად ფილმი ტოკიოს ფესტივალის შერჩევაში მოხვდა. ტოკიოს მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი უკვე 19 წელია არსებობს და აზიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალია. ფესტივალი ჯილდოს 6 ნომინაციაში გასცემს და ოსკარის კვალიფიკაცია აქვს, რაც ნიშნავს, რომ გამარჯვებული ფილმები ავტომატურად მიიღებენ ოსკარზე მონაწილეობის უფლებას.

Comments

comments