ქლერ დეინსი: “თამაში მარტოობის დაძლევაში მეხმარება”

თამაში მარტოობის დაძლევაში მეხმარება.

მუშაობა ხედვის ახლებურ პერსპექტივებს გივითარებს, რაღაცებს სერიოზულად აღარ ეკიდები. მაგალითად, ისტორიის გამოცდაზე კარგი ქულის ვერმიღება სამყაროს დასასრულს სულაც არ ნიშნავს.

სამწლიანშვებულება და კინოინდუსტრიისგან მოცილება საკუთარ თავში გარკვევაში დამეხმარა.

მიუხედავად მისა, რომ ბევრი რამის მეშინია, მაინც ვთვლი, რომ მამაცი ვარ. სიმამაცე პასუხისმგებლობის აღებაში გამოიხატება.

ნიუ-იორკში ყველა თერაპიას გადის.

მიყვარს ნოველების კითხვა, ის ადამიანების ქცევების უკეთ დანახვასა და აღქმაში გეხმარება. ადამიანების გრძნობებით ვინტერესდები. ვფიქრობ, სხვა ცოცხალი არსებებისგან სწორედ ამ უნარით განვსხვავდებით. თამაშის წყალობით, სხვების მდგომარეობაში შედიხარ და ეს ძალიან მაგარია.

ჩეთვის ცეკვა ბედნიერ წუთებთან ასოცირდება.

გონების გასაუმჯობესებელ სავარჯიშოებს ყველაზე მეტ დროს ვუთმობ.

თავს ყველაზე ბედნიერად ახლა ვგრძნობ. ვიცი, ვინ ვარ, რა მსურს, რა შემიძლია და რა აღემატება ჩემს შესაძლებლობებს.

მოზარდობის პერიოდში მინდოდა, ყველასთვის მოსაწონი გოგო ვყოფილიყავი.

სჯობს, ხელი არ მოკიდო საქმეს, თუ ის ძლიერ ვნებად არ გაქვს ქცეული.

არასოდეს მადარდებდა ის საკითხი, თუ როგორ გამოვიყურები ეკრანზე. ეს ჩემს ხასიათში არ ზის.

კარგ ხალხთან ერთად კარგი საქმის კეთება მსურს და არა მსახიობობა.

მე ვიცი ცეცხლსასროლი იარაღის ხმარება. ასე რომ, მიფრთხილდით!

თერაპევტების მნიშვნელობას მხოლოდ მათთან ვიზიტების დროს ხვდები. მათი დახმარებით ისეთ პრობლემებს აღმოაჩენ, რომელთა არსებობას ვერც კი წარმოიდგენდი.

აუტიზმის სპექტრის აშლილობა მრავალგვარია. ყველა ერთმანეთისგან განსხვავდება და თითოეული მათგანი ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს.

ახლა ვხვდები, რაოდენ გულუბრყვილო ვიყავი, როცა მსახიობობას მთელი სერიოზულობით ვუდგებოდი.

მშობლები ჩემდამი შემწყნარებლობას არ იჩენდნენ. ბავშვობიდანვე მაგიდის თავში ვიჯექი და 12 წლის შესრულებისთანავე ზრდასრული ადამიანის პასუხისმგებლობები დამეკისრა. იქიდან მოყოლებული, ბავშვობაში დაბრუნებაზე ვოცნებობ.

ახალგაზრდობაში წარმატება ბევრ შესაძლებლობასა და ძალაუფლებას გძენს.

მცირეოდენი სიყვარულის ჩართვით, ამბავი კიდევ უფრო მომხიბვლელი ხდება, არ მეთანხმებით?!

ყოველთვის ვცდილობ, ვაკეთო ის, რაც ჩემს შესაძლებლობებს აღემატება. სამშობლო სწორედ ასეთი პროექტია. შემქმნელები ყოველ სეზონზე ახალი გამოწვევებით მაშინებენ.

გერმანია შთამბეჭდავი ქვეყანაა.

ვფიქრობ, ემოციების პირდაპირი, დაუფარავი გამოხატვა ხალხს დისკომფორტს უქმნის.

20 წელი ყველაზე კრიტიკული, მძიმე, მტკივნეული და განსაცდელებით სავსე ასაკია. კიდევ კარგი, ჩემს ცხოვრებაში ამ ასაკმა უკვე გაიარა.

მე ფემინისტი ვარ.

ძალიან დამღლელია, როცა შენს სფეროში გამუდმებით ახალი სამსახურის ძიებაში ხარ.

პირველი როლ 12 წლის ასაკში შემომთავაზეს, რომელიღაც სერიალში უნდა მეთამაშა, მაგრამ, რადგან ეს პროფესია არ მესმოდა, უარი განვაცხადე.

ტელევიზია აუდიტორიასა და პერსონაჟებს შორის სიღრმისეულ კავშირს ამყარებს.

მსახიობრომ არა, ფსიქოლოგი გამოვიდოდი. ეს სფერო ძალიან მაინტერესებს. განსაკუთრებით კი ადამიანის ფსიქიკა და მის მიერ ინფორმაციის მიღებისა და გადამუშავების პროცესი.

ჩემს პირად ცხოვრებაზე ყოველთვის ღიად ვსაუბრობ. ეს სახალისოა.

ჩემს საქმეში ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი. ახლა უკვე ჩემს თავს შეცდომების დაშვების უფლებასაც ვაძლევ.

ყველა ცნობილ ადამიანს, რომელსაც ვიცნობ, თავისი თავი უნიკალური ჰგონია.

წარმოსახვის უნარით ყოველთვის გამოვირჩეოდი. ბავშვების უმრავლესობას გამოგონილი მეგობარი ჰყავს. მეც მყავდა და ის ვიზუალურად ეშმაკს ჰგავდა.

 

წყარო: http://www.azquotes.com

მოამზადა ლალი ახვლედიანმა

Comments

comments