სანდენსის კინოფესტივალი

სანდენსის კინოფესტივალი ამერიკული კინოფესტივალია, რომელიც, ჩვეულებრივ, Park City-ში, იუტას შტატში იმართება.

2016 წელს, 46 600 დამსწრეთი, სანდენსი უდიდესი დამოუკიდებელი კინოფესტივალი გახდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ფესტივალი მოიცავს შემდეგ საკონკურსო პროგრამებს: ამერიკული და საერთაშორისო მხატვრული და დოკუმენტური ფილმები, როგორც სრულმეტრაჟიანი, ისე – მოკლემეტრაჟიანი. ასევე, ცალკე განყოფილება ეთმობა არასაკონკურსო ფილმებს, რომელთა შორისაცაა დამწყები და უკვე ღვაწლმოსილი რეჟისორების ფილმების პრემიერები.

სანდენსის ფესტივალი სოლტ ლეიკ სიტიში, 1978 წლის აგვისტოში დაიწყო, როგორც იუტას/ამერიკის კინოფესტივალი, რომელიც რეჟისორებს იუტაში იწვევდა.

ფესტივალის მიზანი ამერიკული ფილმების ჩვენება, გამოფენა, დამოუკიდებელი კინოს პოტენციალის აღნიშვნა და იუტას კინომწარმოებლების ხილვადობის გაზრდა იყო. ამავე დროს, ღონისძიების მთავარი ფოკუსი კონკურსზე იყო მიმართული.

კონკურსი ძირითადად დამოუკიდებელ ამერიკულ ფილმებს შორის მიმდინარეობდა, თუმცა ამავდროულად ნაჩვენები იყო ფილმების რეტროსპექტივები და იმართებოდა კინომწარმოებელთა პანელ-დისკუსიები, აგრეთვე, ფრენკ კაპრას ჯილდოს გადაცემის ცერემონიალი. სანდენსის ფესტივალი ხაზს უსვამდა და აღნიშნავდა იმ რეგიონული ფილმის შემქმნელების მუშაობასაც, რომლებიც ჰოლივუდის გარეთ მოღვაწეობდნენ.

1979 წელს სტერლინგ ვან ვაგენენმა საპილოტე პროგრამა მიატოვა, რომელზე პასუხისმგებლობაც შემდგომში სანდენსის ინსტიტუტმა აიღო, აღმასრულებელი დირექტორი კი ჯეიმს ვი გახდა. ამავე წელს მოეწყო 60-ზე მეტი ფილმის ჩვენება ფესტივალზე, ბევრი კარგად ნაცნობი ჰოლივუდური ფილმის შემქმნელი გახდა რჩეული და პირველად ფრენკ კაპრას პრიზი გადაეცა ჯეიმს სტიუარტს.

იუტას/ამერიკის კინოფესტივალის განვითარება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. პირველი – ეს იყო მსახიობისა და იუტას მაცხოვრებლის, რობერტ რედფორდის ჩართვა. ის გახდა ფესტივალის პირველი თავმჯდომარე. რედფორდის სახელის ფესტივალთან დაკავშირებამ კი ფესტივალისადმი დიდი ინტერესი გამოიწვია.

1981 წელს ფესტივალი Park City-ში, იუტაში ჩატარდა და დროც შეიცვალა – იანვარი სექტემბრის ნაცვლად. აღმასრულებელი დირექტორი, სიდნი პოლაკი ფიქრობდა, რომ ფესტივალის მიმდინარეობა სათხილამურო კურორტზე ზამთარში უფრო მეტ ყურადღებას მიიქცევდა.

1984 წელს, ახლა უკვე კარგად დამკვიდრებულმა და ცნობილმა სანდენსის ინსტიტუტმა, რომელსაც  სტერლინგ ვან ვაგენენი ხელმძღვანელობდა, ჩაიბარა ამერიკის კინოფესტივალი და დაიწყო ძირეული ცვლილებებიც.

2009 წლის ფილმი Official Rejection აღწერდა გამოცდილებას იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდნენ რეჟისორები და მცირე კინომწარმოებლები სხვადასხვა ფესტივალზე მოხვედრას, მათ შორის სანდენსზეც. ფილმი შეიცავდა რამდენიმე არგუმენტს იმის დასამტკიცებლად, რომ სანდენსი უკან იტოვებს დიდ სტუდიებს და კორპორაციებს. პარალელი იყო გავლებული 1990-იან და 2000-იან წლებთან.

2010 წლის შემდეგ, თითქმის ყოველწლიურად ფესტივალს ახალ-ახალი სექციები ემატება, რაც, საბოლოო ჯამში, მას ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფესტივალად აყალიბებს.

 

მოამზადა ბექა მაისურაძემ

Comments

comments