სერსეი ლანისტერი: სამეფო კარის თამაშებში შენ ან იმარჯვებ, ან იღუპები!

ცრემლი ქალის ერთადერთი იარაღი არ არის. მისი საუკეთესო იარაღი ფეხებს შუა იმალება.

“ღმერთები შეუბრალებლები არიან და სწორედ ამიტომ არიან ღმერთები.” – მითხრა ლოცვის დროს შემოსწრებულმა მამამ.

კარგმა მეფე იცის, როდის მოიკრიბოს ძალები და როდის გაანადგუროს მტერი.

იმისთვის, რომ ხალხი შენი ერთგული დარჩეს, საჭიროა, შენი უფრო ეშინოდეთ, ვიდრე შენი მტრის.

რაც უფრო მეტი ადამიანი გიყვარს, მით უფრო მეტად სუსტდები. მათთვის აკეთებ იმას, რაც არ უნდა გააკეთო. მათი კმაყოფილებისთვისა და უსაფრთხოებისთვის სისულელეებს სჩადი. ამიტომ გიყვარდეს მხოლოდ შენი შვილები – ამ საკითხში დედას არჩევანი არ აქვს.

ყველა, ვინც ჩვენი გვარიდან არაა, ჩვენი მტერია.

დროდადრო გამოიჩინე სიკეთე – ეს მომავალში პრობლემებისგან დაგიცავს.

უბედური ცოლი ღვინით მოვაჭრის საუკეთესო მეგობარია.

პატარა გოგოებს ყველგან ჩაგრავენ.

ვიღაც ფეხშიშველა მდაბიოს წინაშე მუხლს არ მოვიყრი, მას მოწყალებას არ ვთხოვ.

ავადმყოფობა უცებ გიღებს ბოლოს, ამიტომ, სანამ დაგვიანებული არაა, უნდა დაასწრო და გაანადგურო.

მე მიყვარს ჩემი ძმა. მე მიყვარს ჩემი საყვარელი. დაე, დაგვცინოს ხალხმა. ისინი იმდენად არარაობები არიან, რომ მე მათ ვერც კი ვამჩნევ.

სამეფო გვარდიის რაინდები ისეთივე არაფრისმომცემნი არიან, როგორც ჯაჭვის თვალი ჯავშანზე.

მე ვარ ლანისტერი. უკვე ცხრამეტი წელია დედოფალი ვარ, ყველაზე ძლევამოსილი კაცის ქალიშვილი. თუმცა, მე ვერ შევძელი ჩემი შვილის გადარჩენა. რა აზრი აქვს ძალაუფლებას, თუკი ვერ იცავ მათ, ვინც გიყვარს?!

ძალიან ხშირად სწორედ ცოდვილები არიან ყველაზე მდიდრები და მათ მართლმსაჯულებისაც არ ეშინიათ. მეფესაც კი ყოველთვის არ ძალუძს იმათი დასჯა, ვინც ამას ყველაზე მეტად იმსახურებს.

მე ვირჩევ ძალადობას.

სიყვარული შხამია, ტკბილი შხამი, რომელიც, ადრე თუ გვიან, მაინც მოგიღებს ბოლოს.

შენ შეიძლება არ გიყვარდეს მეფე, მაგრამ შენ აუცილებლად გეყვარება მისი შვილები.

სამეფო კარის თამაშებში შენ ან იმარჯვებ, ან იღუპები. მესამე გზა არ არსებობს.

ფანატიკოსებს მეფის ძმის შეპყრობის საშუალებას არ მივცემთ, როგორი გარყვნილიც არ უნდა იყოს იგი.

და რა მოხდება მაშინ, თუკი გეტყვით, რომ ყველაზე დიდი ცოდვილი ჩვენ შორის ზის?

ის, რაც გვიყვარს, ყოველ წამს გვანადგურებს.

მე იმას ვაკეთებ, რაც მომწონს: მოვკალი ჩემი ქმარი, იმიტომ, რომ მის გარეშე ყოფნა მსიამოვნებდა. ვიწექი ჩემს ძმასთან, იმიტომ, რომ ვტკბებოდი, როცა ის ჩემში შემოდიოდა. ამას ვმალავდი, იმიტომ, რომ ბოროტი ენებისგან ჩვენი შვილის დაცვა მსიამოვნებდა. მოვკალი მისი ბეღურა უწმინდესობა და ყველა მისი ბეღურები, მისი მიმდევრები და ყველა მისი საზიზღარი ჯარისკაცი, იმიტომ, რომ მათი გადაბუგვის ყურება მსიამოვნებდა. მათი ტკივილის წარმოდგენაზე უფრო დიდ სიამოვნებას არაფერი მანიჭებდა.

საჭირო დროს მონანიებაც კი შეიძლება სასიამოვნო იყოს.

დედა როცა გარდაიცვალა, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, თუ რა ხდებოდა ახლა მის თავს. ყოველ დღე, ყოველ ღამე იმის წარმოდგენაში ვიყავი, თუ როგორ გამოიყურებოდა: დაიწყო გაბერვა? გაუშავდა კანი? გამოუჩნდა კბილები?

ჩემთვის ვფიქრობდი: თუ ასეთი კეთილი და ასეთი სუფთა არსების გაჩენა შევძელი, ე.ი. მთლად საშინელი ურჩხულიც არ ვყოფილვარ.

გრძნეულმა მითხრა, რომ მე მეყოლებოდა სამი შვილი და ისიც მითხრა, რომ სამივე მათგანი დაიღუპებოდა.

ტირიონი შეიძლება ურჩხულია, მაგრამ მან მამამისი გააზრებულად მაინც მოკლა.

ლანისტერთა გვარში მოწინააღმდეგე არ არსებობს.

რწმენა და სამეფო გვირგვინი – აი, რაზე დგას სამყარო. ერთის დანგრევა მეორეს დანგრევას იწვევს. ყველაფერი უნდა მოვიმოქმედოთ იმისთვის, რომ ერთმანეთი დავიცვათ.

რაც არ უნდა ჩაიდინონ, ყველაზე მეტად მაინც  ჩვენი შვილები გვიყვარს.

ტარგარიანთა გვარში და-ძმა 300 წლის განმავლობაში ერთმანეთში წყვილდებოდა და ასე ინარჩუნებდნენ სუფთა სისხლს. მე და ჯეიმი მხოლოდ და-ძმა არ ვართ. ჩვენ ეს ცხოვრება ერთად განვვლეთ და ერთად უნდა ვიყოთ.

 

უყურე მე-7 სეზონს ქართულად – adjaranet.com-ზე!

მოამზადა ლალი ახვლედიანმა

Comments

comments