სინტია ნიქსონი: “ბისექსუალობა ფაქტია და არა არჩევანი”

პოლიტიკურმა სამყარომ საინტერესო გამოცდილება შემძინა.

ნენსი რეიგანისგან ბევრი რამ ვისწავლე და მათ შორის ყველაზე მთავარი – თანაგრძნობა.

მე ფინანსებით დაინტერესებული არ ვარ.

სექსუალურ ორიენტაციაზე აზრი არ შემცვლია… მე მთელი ცხოვრება ერთ კაცთან გავატარე და ქალი არასდროს შემყვარებია. მაგრამ როცა ეს მოხდა, ამაში უცნაური ვერაფერი დავინახე. ერთ ქალს მეორე ქალი შეუყვარდა – ესაა და ეს, მეტი არაფერი.

ბისექსუალობა ფაქტია და არა არჩევანი.

დედაჩემი წარუმატებელი მსახიობი იყო, თუმცა, პურს სწორედ ამ საქმით შოულობდა. ოჯახში ყველაზე მეტად თეატრში სიარული და სპექტაკლის შემდეგ ერთმანეთში დისკუსიის გამართვა გვიყვარდა. მე 12 წლიდან ვმსახიობობ, თუმცა, ეჭვი მაქვს, დედაჩემის გადამკიდემ, ამ საქმეში კიდევ უფრო ადრეულ ასაკში შევდგი ფეხი.

რთულია, როცა სიმსივნე გაქვს და კიდევ უფრო რთულია, უყურო, როგორ იტანჯება ამ სენით შენთვის ძვირფასი ადამიანი. მე ორივე გამომიცდია და ძალიან კარგად მესმის, თუ რას ნიშნავს ეს.

ყველაზე მეტად შიშის უნდა გვეშინოდეს.

მე ყოველთვის კარგი სცენარისა და კარგი როლის ძიებაში ვარ.

დედობა ყოველთვის მსურდა.

ჩემი გოგო დატვირთული დღის ბოლოს დასვენებას ყოველთვის ახერხებს და ჩემგანაც იმავეს მოითხოვს. მისი დაჟინებული თხოვნით, საქმეს გვერდზე ვდებთ და განტვირთვის მიზნით რაიმე ფილმს ვრთავთ.

ჩემი პირადი ცხოვრება მხოლოდ მე მეხება და სხვას არავის, თუმცა, დასამალი არც არაფერი მაქვს. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ უზომოდ ბედნიერი ვარ.

სტატუსის გამო ქორწინებას არ ვაპირებ.

მე ბედნიერი ადამიანი ვარ, უფრო მეტიც, – იმაზე უფრო ბედნიერი, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ.

სექსუალურ ქალად არავინ მთვლის, ყველა გონიერ და ენამოსწრებულ ქალად აღმიქვამს, ხომ მართალი ვარ?!

მე თეატრით ვარ შეპყრობილი, შესაბამისად, ყოველთვის კარგი სპექტაკლის ძიებაში ვარ.

საჯარო სკოლების დამცველი ვარ. ჩემი შვილები საჯარო სკოლაში დადიან, მეც საჯარო სკოლა დავამთავრე და მშვენიერი განათლებაც მივიღე.

მდიდარი და ცნობილი ხალხის შვილების სკოლაში ბავშვებს მხოლოდ ერთი კითხვა აწუხებთ: სად მუშაობს მამაშენი, ან რას საქმიანობს დედაშენი?

სითბო მიყვარს. დღის ბოლოს ცხელ აბაზანას არაფერი მირჩევნია.

მინდა, ჩემი ურთიერთობები ჩემს მოთხოვნებს პასუხობდეს და არა საზოგადოების.

პოპ კულტურაზე საუბრისას მიკერძოებული ვხდები.

გაესაუბრე შენს ექიმს, მისდიე ჯანსაღი ცხოვრების წესს და რაც მთავარია – შეისწავლე შენი სხეული… შენს ცხოვრებას სასიკეთოდ მხოლოდ ასე თუ შეცვლი.

სერიალში სექსი დიდ ქალაქში ყველაზე მეტად მატერიალიზმის წინ წამოწევა მაღიზიანებდა.

ქორწინება გზიდან აცდენაა.

ბოლო დროს ბევრს დავრბივარ და ეს ჩემს ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.

ქალის ჯანმრთელობას სათანადო ყურადღება არ ეთმობა, არადა, ყოველდღიურობაში ამ საკითხს ცენტრალური ადგილი უნდა ეჭიროს.

 

წყარო: www.brainyquote.com

მოამზადა ლალი ახვლედიანმა

Comments

comments