ტირიონ ლანისტერი: ძალიან პატარა კაცს ძალიან დიდი ჩრდილი აქვს

ვაღიარებ: საშინელი ადამიანი ვარ. მხრებზე იმდენი დანაშაული და ცოდვა მაწევს, რომ ვერც კი ჩამოვთვლი. ვტყუოდი, ვსვამდი, ვთამაშობდი, ვმრუშობდი. მე თვითონ დიდად ვერ გამომდის ძალადობა, მაგრამ შემიძლია, სხვა დავითანხმო, ჩემ მაგივრად იძალადოს.

სულ მთვრალი ყოფნა არ არის მარტივი. მარტივი რომ ყოფილიყო, ყველა დალევდა.

როცა 7 წლის ვიყავი, ვნახე, როგორ ბანაობდა ჩვენი მოსამსახურე მდინარეში. მე მისი ტანსაცმელი მოვიპარე და ის უკან შიშველი და თვალცრემლიანი დაბრუნდა. დღესაც კი, როცა თვალებს ვხუჭავ, მისი აცახცახებული მკერდი წარმომიდგება. 12 წლის ვიყავი, როცა ჩემი მამალი კუს წვნიანში ჩავაგდე. გავაშიშვლე ჩემი გნომი და მელოტს პირდაპირ კუს წვნიანში ცრემლების ღვრა ვაიძულე… თუ არ ვცდები, ჩემმა დამ ეს წვნიანი მიირთვა კიდეც, ყოველ შემთხვევაში, ამის დიდი იმედი მაქვს.

ჩემი საყვარელი შიშველი ხელებით დავახრჩე, მამაჩემი კი – არბალეტით მოვკალი.

რთულია, ალიკაპი ჩამოაცვა ძაღლს, რომელსაც თავზე გვირგვინი დაახურე.

თუ ხეიბარი ხარ, სჯობს, იყო მდიდარი ხეიბარი.

ჩემი ძმა ხმალს ფლობს, მე კი – ჭკუას. გონება წიგნებს საჭიროებს, ხმალი კი – სალეს ქვას.

ჩვენსა და ველურებს შორის ის განსხვავებაა, რომ როცა კედელს აშენებდნენ, ჩვენი წინაპრები კედლის სწორ მხარეს აღმოჩნდნენ.

მსოფლიო ისტორია – ეს კარგი საუბრების ისტორიაა.

როცა ადამიანს ენას აგლეჯ, ამით იმას კი არ ამტკიცებ, რომ ის ადამიანი ტყუის, არამედ ხაზს უსვამ, რომ მისი სიტყვების გეშინია.

ჩვენ სასტიკი მეფეებიც გვყოლია, შტერი მეფეებიც, მაგრამ ერთდროულად სასტიკი და შტერი – მგონი, ჯერ არა.

ნუ იბრძოლებთ მეფისთვის, ნუ იბრძოლებთ დედოფლისთვის, ნუ იბრძოლებთ ღირსებისთვის, ნუ იბრძოლებთ ღირებულებებისთვის, ნუ იბრძოლებთ თქვენი სიმდიდრისთვის, იმიტომ რომ თქვენ ამას, უბრალოდ, ვერ მიიღებთ. ისინი თქვენს ქალაქს თავს დაესხმიან, შემოაგნრევენ კარებს და თუ ეს ხალხი შიგნით შემოაღწევს, ისინი თქვენს სახლებს გადაწვავენ, თქვენს ოქროს გაიტაცებენ და თქვენს ცოლებს გააუპატიურებენ.

მეგობრობა არ უარესდება, თუ გაწეულ დახმარებას დახმარებითვე პასუხობ.

მზის ღმერთს სურს, მისი მტრები ცოცხლად დაიწვან, დამხრჩვალ ღმერთს – მისი ყველა მტერი დაიხრჩოს. ყველა ღმერთი ასეთი სულელი როგორაა?! სადაა ძუძუებისა და ღვინის ღმერთი?

გახსოვს, ჩვენი ჭკუასუსტი ბიძაშვილი ორსონი? ორსონ ლანისტერი? მთელი დღე ბაღში რომ იჯდა და ქვით ხოჭოებს სრესდა. ის ამით ძალიან ერთობოდა. ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ კლავდა ამ ხოჭოებს. ამით რას იკმაყოფილებდა? ვეკითხებოდი: “ორსონ, რატომ კლავ ხოჭოებს?” ის კი მპასუხობდა: “ხოჭოების გასრესა! ხოჭოების გასრესა!”. მე არ ვნებდებოდი, მე ხომ ყველაზე ჭკვიანი ადამიანი ვარ, ვისაც კი ვიცნობ და საკმარისი ჭკუა მაქვს იმისთვის, რომ გავშიფრო, რა ხდება იდიოტის გულში. წავედი მეისტერ ვალერიკის ბიბლიოთეკაში და ვერაფერი ვნახე, რაც ორსონის აშლილობის მიზეზის გარკვევაში დამეხმარებოდა. დავუბრუნდი საკვლევ ობიექტს, არ ვესაუბრებოდი, უბრალოდ, ვაკვირდებოდი, როგორც ცხოველს და მაინც, ვერ ვხვდებოდი, ასე რატომ იქცეოდა. ვალდებული ვიყავი, ამომეხსნა. ბოლოს და ბოლოს, ამდენი ხოჭო ტყუილუბრალოდ იღუპებოდა… რამდენი ასეთი ცოცხალი არსება დაღუპულა და ქცეულა მტვრად?!

არასოდეს დაივიწყო შენი სუსტი მხარეები, ყოველ შემთხვევაში, ამას სხვები არ დაივიწყებენ. თუ ჯავშნის მაგივრად სუსტ მხარეებს გამოიყენებ, ზიანს ვერავინ მოგაყენებს.

მკვლელობა და პოლიტიკა – ყოველთვის ერთი და იგივე არ არის.

დიად ხალხზე ბევრი დაწერილა, აი, იდიოტებზე კი – ძალიან ცოტა. რაღაცნაირად, უსამართლობას აქვს ადგილი.

ნუთუ საკუთარი მამის მოკვლით ლორდობას კარგავ? არა მგონია. წარჩინებულები მეძავებს მუდამ კლავდნენ და ამით არაფერი იცვლებოდა.

მინდა: 80 წლის ასაკში, საკუთარ ლოგინში, სასმლით ჩამსკდარი ღიპითა და გოგოს პირში პენის გათხრილი გარდავიცვალო.

მომწონს ჩემი თავი და ჯერ არ მინდა, რომ ვინმემ მომკვეთოს.

სმა და ხუმრობა – ეს ჩემი საქმეა.

ძალიან პატარა კაცს ძალიან დიდი ჩრდილი აქვს.

 

უყურე მე-7 სეზონს ქართულად – adjaranet.com-ზე!

 

მოამზადა ლალი ახვლედიანმა

Comments

comments