ვენეციის კინოფესტივალის გამარჯვებული გილერმო დელ ტოროს ფილმი გახდა

რეჟისორმა გილერმო დელ ტორომ ფილმ “წყლის ფორმისთვის” (Shape of Water), ვენეციის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო დაიმსახურა.

ფილმის მოქმედება 1960-იანი წლების ამერიკაში ვითარდება. მუნჯი ელიზა (სალი ჰოუკინსი) ერთ-ერთ ლაბორატორიაში დამლაგებლად მუშაობს. ერთ დღესაც ის და მისი თანამშრომელი ზელდა (ოქტავია სპენსერი) აღმოაჩენენ საიდუმლო ექსპერიმენტის შედეგს – ადამიან-ამფიბიას. ამის შემდეგ ელიზას სამყარო თავდაყირა დგება.

ჟიურის მეორე გრან-პრი “ფოქსტროტის” რეჟისორ სემუელ მაოზას ერგო.

საუკეთესო რეჟისორად კსავიე ლეგრანი დასახელდა ფილმისთვის “Jusqu’à la garde”. “შეურაცხყოფისთვის” საუკეთესო მსახიობი კაცის პრიზი კამელ ელ ბაშას ერგო, ხოლო საუკეთესო მსახიობ ქალად შარლოტა რემპლინგი დასახელდა (“ჰანა”).

ვენეციის კინოფესტივალი წელს 74-ედ ჩატარდა.

Comments

comments