სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
სინემანია
No Result
სრულად ნახვა
საუნდტრეკი

კომიქსების საუნდტრეკები

კომიქსების საუკეთესო საუნდტრეკების ისტორიები

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2018
რუბრიკა კინოგურმანი, რეცენზიები
Share on FacebookShare on Twitter
საუნდტრეკი
კომიქსების საუნდტრეკები

თუ დარბაზიდან გამოსვლისას ფილმის მთავარ მუსიკალურ თემას ღიღინებთ, ე.ი. კომპოზიტორმა თავისი საქმე კარგად შეასრულა. მუსიკა კინოში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სამსახიობო ოსტატობა, ვიზუალური ეფექტები, დეკორაცია თუ კოსტიუმები. მუსიკა აუდიტორიას ემოციებს უმძაფრებს და კიდევ უფრო კარგად აცნობს პერსონაჟს. ასეა სუპერგმირებზე შექმნილი ფილმების შემთხვევაშიც და ამის დასამტკიცებლად რამდენიმე მაგალითიც კმარა: “Hooked on Feeling” გალაქტიკის მცველებიდან; ასევე, საკულტო ჯგუფის Black Sabath-ის “Iron Man” პირველი Iron Man-დან. კომპოზიტორები ფილმის მთავარ მუსიკალურ თემაზე უმეტესად პროტაგონისტიდან გამომდინარე ფიქრობენ. აქ წარმოდგენილია ხუთი მუსიკალური თემა, რომელმაც ფილმები კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადა.

 

ფოლადის კაცი (2013) – კომპოზიტორი ჰანს ციმერი

ფოლადის კაცი
ფოლადის კაცი

ბრძოლა. მუქარა. შიში. გამოცდა. იმედი. ზაკ სნაიდერის ფილმის მუსიკა პერსონაჟზე მეტად ფილმის გარემოზე გვიყვება. კომპოზიტორის ამ პროექტში ჩართვა კომიკურ ისტორიას უკავშირდება. გერმანელი კომპოზიტორი მასში მონაწილეობას არც კი აპირებდა, რადგან 1978 წელს გადაღებული სუპერმენის ჯონ უილიამსისეული მუსიკა დღემდე აქტუალურია ფანებისთვის. დასაწყისის პრემიერის დროს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ციმერს ჰკითხა, სნაიდერის ფილმისთვის მუსიკას ხომ არ ქმნიდა. კომპოზიტორმა ეს ჭორი უარყო, თუმცა, გამოქვეყნებულ სტატიაში ეწერა, რომ ფოლადის კაცის მუსიკაზე ციმერი მუშაობდა. გაზეთის გამოსვლის დღესვე მას რეჟისორი დაუკავშირდა და ახალი სუპერმენისთვის მუსიკის დაწერა შესთავაზა.

მსურდა, შემექმნა ეპოქალური მუსიკა, სადაც გავაერთიანებდი ფიქრებს მდელოებისა და ფერმების შესახებ, იმ ადგილების შესახებ, რომლებიც ჰორიზონტს იქით არსებობს, – იხსენებს კომპოზიტორი, – მუსიკა, რომელიც მთავარი ბრძოლის დროს გესმით, შინაგანი პრობლემების გამოძახილია. ეს სუპერმენის მცდელობაა, გახდეს კაცობრიობის განუყოფელი ნაწილი.

 

იქს-ადამიანები: პირველი კლასი (2011) – კომპოზიტორი ჰენრი ჯეკმანი

იქს-ადამიანები: პირველი კლასი
იქს-ადამიანები: პირველი კლასი

კომპოზიტორის მიდგომის გასაგებად რეჟისორის, მეთიუ ვონის სიტყვებს მოვიშველიებთ:

ფილმის მუსიკაზე ვმუშაობდით, – იხსენებს რეჟისორი, – ინსტრუმენტთან ჰენრი იყო, მაგნეტოს თემას ამუშავებდა. დაწყებული არ ჰქონდა, რომ ვუთხარი: “დასასრულს ერთი ნოტი დაამატე”, და ავუხსენი, რომ არსებობს სცენა მაგნეტოს მონაწილეობით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ფილმში. “კიდევ ერთი ნოტი, სულ ეს არის, რაც მაიკლ ფასბენდერს სჭირდება.” რა თქმა უნდა, მაიკლს დახმარება არ სჭირდებოდა, თუმცა მუსიკა თამაშს კიდევ უფრო აძლიერებს. მაიკლმა ყველაფერი იდეალურად შეასრულა, ფანტასტიკური მსახიობია.

სამწუხაროა, რომ მეთიუ ვონმა აღარ გააგრძელა იქს-ადამიანების განახლებული სამყარო. მისი მუსიკა ბრაიან სინგერის ეკრანიზაციებსაც აკლია.

 

ლოგანი (2017) – კომპოზიტორი მარკო ბელტრამი

ლოგანი
ლოგანი

ჯეიმს მენგოლდის ფილმი განსხვავდება არამარტო 20th Century Fox-ის პროექტებისგან, არამედ სუპერგმირებზე შექმნილი ფილმებისგანაც. მთავარი გმირი კრისტოფერ ნოლანის ბეტმენივით რეალისტურადაა წარმოჩენილი. მას ფსიქოლოგიური კრიზისი აქვს; რეგენერაციის მიუხედავად, მაინც განიცდის ფიზიკურ ნაკლოვანებას. სწორედ ასეთი ფილმისთვის შეარჩია რეჟისორმა მარკო ბელტრამი, რომელთან ერთადაც მანამდე იმუშავა პროექტზე მატარებელი იუმასკენ.

რეჟისორმა შექმნა განსხვავებული ფილმი, რომელსაც ჩვეულებრივი მძაფრსიუჟეტიანი ფილმისთვის დამახასიათებელი პოპკორნული მუსიკა არ მოუხდებოდა, – იხსენებს კომპოზიტორი.

ბევრი მუსიკოსი ორკესტრულ ხმებს ეყრდნობა, მაღალხმიან ჟღერადობას. თუმცა ბელტრამმა პირიქით, მინიმალისტური სტილი არჩია. ამ გადაწყვეტილებამ კი იდეალურად იმუშავა!

როგორც კომპოზიტორი აღნიშნავს, ყველაზე მნიშვნელოვანი ვიზუალი იყო და ამიტომაც მან ექსპერიმენტული მიმართულება აირჩია, გამოიყენა ორღანის, შუშის ჰარმონიკისა და განსხვავებული დასარტყამი ინსტრუმენტების ჟღერადობა. ფილმის მუსიკა შთაგონებულია სამოცდაათიანი წლების ვესტერნებისა და როუდ-ფილმებისგან.

 

დედპული (2016) – კომპოზიტორი Junkie XL

დედპული
დედპული

აქ წინა ფილმისგან აბსოლუტურად განსხვავებული მუსიკაა წარმოდგენილი. ერთმანეთს მოულოდნელად ცვლის ცინიზმი თუ სასაცილო განწყობა. წითელ საცვლებში გამოწყობილი დაქირავებული მკვლელი სასტიკად უსწორდება მოწინააღმდეგეებს საცეკვაო მუსიკის ფონზე. ამ მუსიკის ავტორი კი Junkie XL – იგივე ტომ ჰოლკენბორგია. ყოფილი DJ ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მუსიკოსად მიიჩნევა. მის მუსიკაში დიდი დოზით ფიგურირებს ინსტრუმენტები, ინდუსტრიული გავლენები და ელექტრონული ჟღერადობა.

მუსიკის შექმნამდე რეჟისორმა დამონტაჟებულ მასალას ხუთჯერ უყურა და იმ გადაწყვეტილებამდე მივიდა, რომ ფილმის მთავარი გმირი 1990-იანების შემდეგ მუსიკალურად არ განვითარებულა. მის კასეტის ფლეიერში (რომელიც ერთ-ერთ სცენაშიც ჩანს) 80-იანების მუსიკა ისმის.

თავიდან ვფიქრობდი, რომ 80-იანების სტილი მჭირდებოდა. მაქვს უამრავი სინთეზატორი, რომლებიც იმ პერიოდში შეიქმნა. არც ისე ცოტა დრო დამჭირდა, რომ სასურველი ეფექტებით ის მუსიკა მიმეღო, რომელსაც თქვენ ფილმში ისმენთ, – განაცხადა კომპოზიტორმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

მუსიკოსის ხელში იყო სინთეზატორი ARP 2600. დაახლოებით მსგავს სინთეზატორზე შეიქმნა მუსიკა ფილმისთვის “გაქცევა ნიუ–იორკიდან”. მაშინ ეს ყველაფერი სერიოზულად აღიქმებოდა. დღევანდელი გადმოსახედიდან კი, ძველმოდური და გასართობია. ზუსტად ეს ჩანაფიქრი ჰქონდათ შემქმნელებსაც – შეექმნათ განსაკუთრებული ატმოსფერული ბიტი, რომელიც ფილმის მაყურებელს არასდროს დაავიწყდებოდა.

 

რკინის კაცი 3 (2013) – კომპოზიტორი ბრაიან ტაილერი

რკინის კაცი 3
რკინის კაცი 3

არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ Marvel-ის კინოსამყაროში მუსიკას დიდი ყურადღება არ ექცევა. პროდიუსერები და რეჟისორები ვერ რისკავენ ექსპერიმენტებს და ბნელ, მძიმე მუსიკას არ იყენებენ. ამიტომაც მათი საუნდტრეკები არ გვამახსოვრდება. Marvel-ს შეუძლია არც კი დაწეროს ორიგინალური მუსიკა. მათი სტრუქტურა მეტნაკლებად ერთნაირია: როდესაც მთავარ გმირს ეშინია, მუსიკა დაბლა იწევს, თითქმის არ ისმის; როდესაც საშიშროება ახლოს არის – მუსიკაც ზუსტად იმეორებს გმირების ხასიათს; მთავარმა გმირმა ძალა მოიკრიბა და შეეწინააღმდეგა დაბრკოლებას – ჟღერადობაც იმატებს… თუმცა, რკინის კაცი 3-ში ეს დამოკიდებულება შეიცვალა…

კომპოზიტორი იხსენებს, რომ რეჟისორთან პირველივე შეხვედრაზე შეთანხმდნენ, შეექმნათ ისეთივე ეპიკური მუსიკა, როგორიც სუპერმენს და ვარსკვლავურ ომებს აქვთ, მთავარი ნაწილი კი სასულე ორკესტრისთვის მიენდოთ.

რკინის კაცის წინა ფილმებში აქტიურად იყენებდნენ გიტარის ხმებს, რომელიც ტონი სტარკის იმპულსურობას გამოხატავს, – იხსენებს ტაილერი, – ამჯერად ჩვენ გაცილებით სერიოზული გმირი გვყავს, რომელმაც შურისმაძიებლები გამოიარა. მასში გმირობასთან ერთად ბავშვობაც ცოცხლობს და მისი ქცევები სასაცილოა. ეს ყველაფერი რთული გადმოსაცემია მუსიკაში. საუნდტრეკებში არის თანამედროვე ტენდენცია, თუმცა გულის სიღრმეში კლასიკად რჩება.

ბედის ირონიაა, რომ თავის დროზე რამინ ჯავადიმ, პირველი რკინის კაცის კომპოზიტორმა, რეჟისორ ჯონ ფავროს მიუტანა ორკესტრული ნაწარმოები, რომელიც კლასიკური სუპერგმირების თემატიკით იყო შთაგონებული. თუმცა, მას სთხოვეს, შეექმნა სხვა სტილის მუსიკა, რომელიც უფრო როკ-ენ-როლური გიტარების სტილში იქნებოდა გადაწყვეტილი. მესამე ფილმზე კი ამ კონცეფციას დაემშვიდობნენ.

 

წყარო: www.kinopoisk.ru

მოამზადა გიორგი კარანაძემ

20th Century FoxBlack SabathHooked on Feelingiron-manJunkie XLMarvelბეტმენიბრაიან სინგერიბრაიან ტაილერიგალაქტიკის მცველებიგაქცევა ნიუ-იორკიდანგიორგი კარანაძედასაწყისიდედპულივარსკვლავური ომებიზაკ სნაიდერიიქს-ადამიანები: პირველი კლასიკრისტოფერ ნოლანილოგანიმაიკლ ფასბენდერიმარკო ბელტრამიმატარებელი იუმასკენმეთიუ ვონირამინ ჯავადირკინის კაცი 3სუპერმენიტომ ჰოლკენბორგიტონი სტარკიფოლადის კაციჯეიმს მენგოლდიჯონ უილიამსიჯონ ფავროჰანს ციმერიჰენრი ჯეკმანი

არ გამოგრჩეს

კადრში და კადრს მიღმა: ფოტოები ცნობილი ფილმების გადასაღები მოედნიდან
კადრში და კადრს მიღმა

კადრში და კადრს მიღმა: ფოტოები ცნობილი ფილმების გადასაღები მოედნიდან

12 ნოემბერი, 2019
„და ჩვენ ვიცეკვეთ“: განუმეორებელი ფილმი, ადამიანის შინაგანი მოგზაურობის შესახებ
რევიუ

„და ჩვენ ვიცეკვეთ“: განუმეორებელი ფილმი, ადამიანის შინაგანი მოგზაურობის შესახებ

11 ნოემბერი, 2019
„აღმოსავლური დაპირებები“, დევიდ კრონენბერგის გამორჩეული და სასტიკი ფილმი
ვიდეო

„აღმოსავლური დაპირებები“, დევიდ კრონენბერგის გამორჩეული და სასტიკი ფილმი

7 ნოემბერი, 2019
რაიან ჯონსონის ახალი შედევრი „Knives Out“
გასართობი

რაიან ჯონსონის ახალი შედევრი „Knives Out“

29 ოქტომბერი, 2019

ახალი ამბები

მაიკლ ბეის ახალი ფილმის, „6 Underground“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

მაიკლ ბეის ახალი ფილმის, „6 Underground“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
6 დეკემბერი, 2019
0

განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი ბოროტმოქმედი ფსიქოპატები

განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი ბოროტმოქმედი ფსიქოპატები

ავტორი Cinemania
5 დეკემბერი, 2019
0

„What If“: „დისნეის“ გმირებს 21-ე საუკუნეში, რომ ეცხოვრათ …

„What If“: „დისნეის“ გმირებს 21-ე საუკუნეში, რომ ეცხოვრათ …

ავტორი Cinemania
4 დეკემბერი, 2019
0

ქვიზები

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ავტორი Cinemania
29 მაისი, 2019
0

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ავტორი Cinemania
22 მაისი, 2019
0

ქვიზი: ამ კითხვებს მხოლოდ GOT-ის ერთგული ფანები უპასუხებენ

ავტორი Cinemania
10 მაისი, 2019
0


ბოლოს დამატებული

მაიკლ ბეის ახალი ფილმის, „6 Underground“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

მაიკლ ბეის ახალი ფილმის, „6 Underground“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
6 დეკემბერი, 2019
0

განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი ბოროტმოქმედი ფსიქოპატები

განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი ბოროტმოქმედი ფსიქოპატები

ავტორი Cinemania
5 დეკემბერი, 2019
0

„What If“: „დისნეის“ გმირებს 21-ე საუკუნეში, რომ ეცხოვრათ …

„What If“: „დისნეის“ გმირებს 21-ე საუკუნეში, რომ ეცხოვრათ …

ავტორი Cinemania
4 დეკემბერი, 2019
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

CINEMANIA © 2017-2019