სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
სინემანია
No Result
სრულად ნახვა
თორი

ნივთები, რომლებიც ცნობილი ფილმების გადასაღები მოედნებიდან მოიპარეს

ავტორი Cinemania
10 თებერვალი, 2019
რუბრიკა კვირის ისტორია, კინოგურმანი
Share on FacebookShare on Twitter

გადასაღები მოედნიდან ნივთის წამოღება მსახიობებისა და ტექნიკური პერსონალის ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობაა. რონ უიზლის როლის შემსრულებელმა რუპერტ გრინმა დრაკონის კვერცხის ბუტაფორია წამოიღო (საბოლოოდ დაბრუნება მოუხდა); კრის პრატმა გალაქტიკის მცველების ქურთუკი მოირგო და საკუთარ გარდერობს შეჰმატა; კრის ჰემსუორთმა თორის ჩაქუჩი მიისაკუთრა. თუმცა, ამ შემთხვევების გარდა არსებობს უფრო სერიოზული დანაშაულებიც, რომლებიც გადასაღებ მოედნებზე მომხდარა. ამ სტატიაში სწორედ მათ შესახებ მოგიყვებით:

 

მაკულატურა: კვენტინ ტარანტინოს წითელი ფერის Chevrolet Malibu

მანქანა 1994 წელს მოიპარეს. 2013 წელს კი პატრონს დაუბრუნდა.

ვინსენტ ვეგა 1964 წელს გამოშვებული ლამაზი მანქანით იწონებდა თავს. გადაღებებისთვის მანქანა ჯონ ტრავოლტას პირადად კვენტინ ტარანტინომ ათხოვა. გადაღებების ერთ-ერთ დღეს მანქანა მოიპარეს. ვერავინ გაიგო, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული. მანქანაზე ძებნა გამოცხადდა.

თითქმის ოცი წლის შემდეგ, 2013 წელს მანქანა კალიფორნიაში აღმოაჩინეს. პოლიციის თანამშრომელმა სან-ბერნარდინოს ქუჩაზე ორი ადამიანი დაინახა, რომელიც წითელ მანქანას შლიდა. მან მანქანის VIN კოდი შეამოწმა და დაადგინა, რომ ნომრები ყალბი იყო. ორივე “მექანიკოსი” დაიჭირეს. ერთ-ერთი მათგანი მანქანის ახალი მეპატრონე, ბილ ჰიმენესი აღმოჩნდა, რომელმაც მანქანა 2001 წელს კოლექციონერისგან შეიძინა. ბილს არც მაკულატურა ჰქონდა ნანახი და არც ტარანტინოს შესახებ სმენოდა რამე. მან კოლექციონერს თავისი მანქანა, Chevrolet Hot Rod მისცა და ფულიც დაუმატა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის მანქანას ძალიან უვლიდა და რამდენიმე ავტოშოუზეც კი ჰყავდა გაყვანილი. მას ავტომობილი ჩამოართვეს.

მაკულატურა

ჯეიმს ბონდი აგენტი 007: ადამიანი ოქროს იარაღით: ფრანცისკო სკარამანგას ოქროს იარაღი

რეკვიზიტი გადასაღები მოედნიდან მოიპარეს, მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია.

ჯეიმს ბონდის გადასაღები მოედნიდან ყველაზე ხშირად ლეგენდარულ პისტოლეტს – ვოლტერ პპკ-ს იპარავდნენ. ეს სწორედ ის იარაღია, საიდანაც აგენტი ისროდა. ასეთ დანაკლისებს დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ. პირველ რიგში, იმიტომ, რომ იარაღი ძვირფასი არ იყო. მეორეც, გადასაღები მოედნების ხშირი ცვლის დროს უამრავი ნივთი იკარგებოდა. 1974 წელს ფილმის გადაღების დროს ოქროს იარაღს განსაკუთრებულად უფრთხილდებოდნენ, ის სპეციალურ საცავში ინახებოდა.

სამწუხაროდ, იმ საცავსაც მიაგნეს. იარაღი, საიდანაც კრისტოფერ ლი ისროდა, მოიპარეს. ნივთის ღირებულება 80 000 ფუნტი იყო. პოლიცია დღემდე იმედოვნებს, რომ ქურდს კინომოყვარულების დახურულ აუქციონზე მიაგნებს.

ჯეიმს ბონდი

დანის პირზე მორბენალი: დეკარტის რეზინის იარაღი

რიდლი სკოტის ფილმისთვის სხვადასხვა იარაღის დიზაინის შერწყმით შეიქმნა განსაკუთრებული იარაღი-ქიმერა. მას ორი ძირითადი ნაწილი ჰქონდა, სასროლი საკეტი და სხვადასხვა ტიპის ხრახნი. იარაღზე ასევე დამონტაჟებული იყო LED ტიპის ნათურა. პისტოლეტი ფილმის პოსტერზეც ჩანს, ასეთი ნივთის მოპოვებაზე კი ბევრი კინოგიკი ოცნებობს. ერთ-ერთმა მათგანმა 2009 წელს ფილმში გამოყენებული იარაღი აუქციონზე 270 000 დოლარად შეიძინა.

გადაღებების დროს, რეალური რეკვიზიტის გარდა, ორი რეზინის დუბლიკატი გამოიყენებოდა. ეს დუბლიკატები იმ შემთხვევისთვის დამზადდა, თუ ორიგინალი გატყდებოდა, დაიკარგებოდა… ან მოიპარავდნენ. სინამდვილეში კი ერთ-ერთი დუბლიკატი მოიპარეს. ცოტა ხანში შავ ბაზარზე ამ იარაღის ვერსიები გაჩნდა და ისინი ფილმის მოყვარულებს შორის დღემდე პოპულარულია.

დანის პირზე მორბენალი

ოზის ჯადოქარი: დოროთის ლალისფერი ფეხსაცმელი

ფეხსაცმელი მინესოტაში მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს, დაბრუნება ფედერალური ბიუროს დახმარებით შეძლეს.

ჯუდი გარლენდის 1939 წელს ჩაცმული ფეხსაცმელი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ კინორელიკვიად მიიჩნევა. 2000 წელს ერთ-ერთ კინომოყვარულს მასში 666 ათასი დოლარის გადახდა სურდა. დღეს მისი ღირებულება 3 მილიონია. გადაღებების დროს ბევრი ფეხსაცმელი გამოიყენეს, თუმცა ყველა მათგანი მნიშვნელოვანი არ არის. საბოლოოდ, გადაღებებიდან ოთხი წყვილი დარჩა. ერთ-ერთს მინესოტაში ჯუდი გარლენდის მუზეუმში ინახავდნენ, სანამ მძარცველებმა არ მოიპარეს. 2005 წელს მათ მუზეუმის კარი გატეხეს, დამცავი შუშა მოხსნეს და ფეხსაცმელი მოიპარეს. მძარცველები ადგილიდან მიიმალნენ. აღსანიშნავია, რომ ეს კინოარტეფაქტი ამ მუზეუმში ცოტა ხნით ადრე იყო გადმოტანილი. ლალისფერი ფეხსაცმლის შესახებ 13 წლის განმავლობაში არავინ არაფერი იცოდა, სანამ ფედერალურმა ბიურომ მისი პოვნის შესახებ არ განაცხადა. ლეგენდარული ფეხსაცმელი, რომელსაც შიგნიდან Judy Garland აწერია, პრესას წარუდგინეს. თუმცა, სად და როგორ მიაგნეს, ამის შესახებ არავის არაფერი უთქვამს. ფილმის ერთ-ერთმა ფანმა განაცხადა, რომ ერთ მილიონ დოლარს გადაუხდიდა მას, ვინც მძარცველის ვინაობას ეტყოდა. საინტერესოა, მიიღო კი ვინმემ ეს ჯილდო?

ოზის ჯადოქარი

უცხოპლანეტელები მტაცებლების წინააღმდეგ: რექვიემი: უცხოს მთლიანი კოსტიუმი

კოსტიუმი გადასაღები მოედნიდან მოიპარეს, შემდეგ კი ინტერნეტში გაყიდეს.

უცხოპლანეტელები მტაცებლების წინააღმდეგ საუკეთესო ამბავია, რომელიც ქსენომორფებს დაემართათ. გადაღებების დროს ვიღაცამ უცხოს მთლიანი კოსტიუმი მოიპარა და ვანკუვერის ერთ-ერთ უფასო განცხადებების საიტზე გასაყიდად განათავსა. კოსტიუმი ძალიან მალე გაიყიდა.

არსებობს ვერსია, რომ მოპარვა დაგეგმილი იყო და ეს ყველაფერი სარეკლამო კამპანიას ემსახურებოდა. ამით ფილმის შემქმნელებმა ერთდროულად ორი კურდღელი დაიჭირეს: ფილმის შესახებ ფართო მასებს გააგებინეს და თან თრეილერის გამოსვლამდე აჩვენეს უცხოს კოსტიუმი, რომელიც ჯეიმს კამერონის მიერ შექმნილ ორიგინალ ზომებს იმეორებდა.

უცხო

რკინის კაცი: რკინის კაცის კოსტიუმი

კოსტიუმი Marvel Studios საწყობიდან მოიპარეს და მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.

რობერტ დაუნ უმცროსის კოსტიუმის ღირებულება 320 000 დოლარადაა შეფასებული. ის რეკვიზიტებისთვის განკუთვნილ სპეციალურ საცავში ინახებოდა. კოსტიუმების შესანახი კარადები რეგულარულად არ მოწმდებოდა, შესაბამისად, ძნელია იმის დადგენა, თუ როდის მოხდა დანაშაული. ტონი სტარკის კოსტიუმი ბოლოს 2018 წლის თებერვალში ნახეს, ხოლო მისი დაკარგვის შესახებ ინფორმაცია მაისში გავრცელდა.

რკინის კაცი

ადამიანი–ობობა: ადამიანი–ობობას კოსტიუმი

ადამიანია თუ ობობა?! სადღაც გაქრა, აღარ ჩანს, – მღერის ერთ-ერთი მევიოლინე ფილმში, როდესაც სუპერგმირის კოსტიუმს კანალიზაციაში აღმოაჩენენ, მის ფოტოს კი Daily Bugle-ში გამოაქვეყნებენ. ფილმში პიტერ პარკერი ჩვეულ ფორმაში დაბრუნდა და კეთილი მეზობელი გახდა, ოფისიდან კოსტიუმიც წამოიღო. თუმცა, სინამდვილეში რეკვიზიტი სამუდამოდ დაიკარგა. 2001 წელს გადასაღები მოედნიდან ოთხი ერთნაირი კოსტიუმი მოიპარეს და ამ შემთხვევის გამო გადაღებების შეჩერებაც კი მოუწიათ. Columbia Pictures-მა განაცხადა, რომ ის, ვინც დაკარგული კოსტიუმების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიდა, 25 000 დოლარით დაჯილდოვდებოდა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ კოსტიუმის ღირებულება შავ ბაზარზე გაცილებით მაღალი იყო და სტუდიას პიტერ პარკერისთვის ახალი კოსტიუმის შეკერვა მოუწია.

ადამიანი-ობობა

ვარსკვლავური გზა 6: აღმოუჩენელი ქვეყანა: ვარსკვლავური დესანტის კაპიტნის, ჯეიმს კირკის კოსტიუმი

კოსტიუმი გადასაღები მოედნიდან მოიპარეს და ამჟამად კრისტიან სლეიტერის სახლშია.

ვარსკვლავური დესანტიდან ხშირად იკარგებოდა კოსტიუმები. თუმცა, ამ შემთხვევაში ქურდმა საჯაროდ, თოქ-შოუში მოყვა საკუთარი დანაშაულის შესახებ… 2017 წელს მისტერ რობოტის ვარსკვლავი, კრისტიან სლეიტერი BBC 2-ზე გრემ ნორტონის სტუმარი იყო. იქ მან ისაუბრა ვარსკვლავური გზის შესახებ, სადაც დედამისი კასტინგის ხელმძღვანელი იყო, თავად კი კამეო ჰქონდა. მან ეს შესაძლებლობა ბოლომდე გამოიყენა და კაპიტან კირკის კოსტიუმი მოიპარა.

კოსტიუმი გადასაღები მოედნიდან მე წამოვიღე და ახლა გარდერობში მაქვს. ეს ის კოსტიუმია, რომელიც სინამდვილეში ეცვა უილიამ შატნერს ვარსკვლავურ გზა 2–ში, – აღიარა მსახიობმა.

ვარსკვლავური გზა

ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი: მონეტები გრინგოტსის ბანკიდან

რეკვიზიტები მოპარულია გადასაღები მოედნიდან და ალან რიკმანის ოჯახში ინახება.

გადაღებების ერთ-ერთ დღეს ალან რიკმანმა სამუშაო მაგიდაზე ლამაზად დაწყობილი მონეტები ნახა. მას უბრალოდ მოეწონა ისინი და პირდაპირ ჯიბეში გაიქანა. ამ ამბის შემდეგ რეკვიზიტებს უფრო დიდ ყურადღებას აქცევდნენ, რათა მსახიობებს ყველაფერი არ წაეღოთ. როდესაც ჯეისონ აიზეკსმა რეჟისორ დევიდ იეთსის თანხმობით გადაწყვიტა, ყოველდღიური “დილის მისანის” ერთი ნომერი სახლში წაეღო, მას არტ-დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაზეთი სასწრაფოდ ჩამოართვეს.

ჰარი პოტერი

მსოფლიო ომი Z: ცხოველების ბუტაფორიები

ბუტაფორიები მოპარულია შოტლანდიაში და მათი მდებარეობა დღემდე უცნობია.

ფილმის დიდი ნაწილი შოტლანდიაში გადაიღეს. ამერიკული ფერმების გარემოს შესაქმნელად, მინდვრებში პენოპლასტისგან დამზადებული ცხოველები დაალაგეს. მეორე დღეს ყველა დეკორაცია დაკარგული დახვდათ. ვის სჭირდებოდა პენოპლასტისგან გაკეთებული შინაური ცხოველები? პოლიციამ ადგილობრივები დაკითხა, თუმცა მათი განცხადებით, მხოლოდ ფიგურები დაინახეს, მათთან მიახლოებული ადამიანები კი – არა.

სისხლით და ოფლით: სექს–სათამაშოები

სათამაშოები გადასაღები მოედნიდან მოიპარეს, ქურდები არ უძებნიათ.

2012 წელს მაიკლ ბეი ტრანსფორმერებიდან მცირებიუჯეტიან ექშენ კომედიაზე გადმოერთო და გადაიღო სისხლით და ოფლით. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, სამი დაკუნთული ადამიანი მდიდარ ტიპს იტაცებს და გამოკეტილი ჰყავს სექს-სათამაშოების საწყობში. ლოკაციის მოსართავად 75 000 დოლარის სექს-სათამაშო შეიძინეს.

გადაღებები საკმაოდ რთულად მიდიოდა. ყველა, ვინც კი საწყობში შემოდიოდა, ამ სათამაშოებით ინტერესდებოდა. ისინი ისეთი რეალურები ჩანდნენ, რომ ყველას ხელით შეხება სურდა. ეს ნამდვილი ისტერიკა იყო! გადაღებების დასრულების შემდეგ მათ უკან დაბრუნებასა და დახარჯული თანხის სამი მეოთხედის აღებას ვაპირებდით. თუმცა, სექს–სათამაშოები უკვალოდ გაქრა, – განაცხადა რეჟისორმა.

სისხლით და ოფლით

მოდი ვიცეკვოთ: 4 000 დოლარის ღირებულების ყელსაბამი

აქსესუარი დაიკარგა გადასაღები მოედნიდან, იპოვეს შემდეგ დღეს სასტუმროს ნომერში, სადაც მიცვალებულის გვერდით იდო.

რომანტიკული კომედია, რომელშიც რიჩარდ გირი, ჯენიფერ ლოპესი და სუზან სარანდონი თამაშობენ, ამ ინცინდენტის გამო მთელ მომხიბვლელობას კარგავს. სარანდონის გმირი 4 000 დოლარის ღირებულების ყელსაბამს ატარებდა. როდესაც ეს აქსესუარი საჭირო არ იყო, სპეციალურ ოთახში ინახავდნენ. 1 ივლისს ვინიპეგის (გადაღებები სწორედ იქ მიმდინარეობდა) პოლიციაში ყელსაბამის დაკარგვის შესახებ განაცხადეს. 2 ივლისს ყელსაბამი იპოვეს. ის გარდაცვლილი ადამიანის გვერდით იდო სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში. მსხვერპლს თავი მოაჭრეს. დამნაშავე რამდენიმე დღის შემდეგ პოლიციაში თავად მივიდა, თუმცა, მოტივი დღემდე უცნობია. გარდაცვლილს არანაირი შეხება არ ჰქონდა ფილმის გადაღებებთან. უცნობია, როგორ შეძლო მან რეკვიზიტების საცავში შეღწევა.

რა მოუვიდა ყელსაბამს? ის გადაღებებზე დააბრუნეს, კინოკომპანია Miramax-მა კი უსაფრთხოების წესები გაამკაცრა.

მოდი ვიცეკვოთ

 

წყარო: www.kinopoisk.ru

მოამზადა გიორგი კარანაძემ

BBC 2Columbia PicturesMarvel StudiosMiramaxადამიანი-ობობაალან რიკმანიბილ ჰიმენესიგალაქტიკის მცველებიგიორგი კარანაძეგრემ ნორტონიდანის პირზე მორბენალიდევიდ იეთსივარსკვლავურ გზა 2ვარსკვლავური გზავარსკვლავური გზა 6: აღმოუჩენელი ქვეყანავინსენტ ვეგათორიკვენტინ ტარანტინოკრის პრატიკრის ჰემსუორთიკრისტიან სლეიტერიკრისტოფერ ლიმაიკლ ბეიმაკულატურამისტერ რობოტიმოდი ვიცეკვოთმსოფლიო ომი Zოზის ჯადოქარიპიტერ პარკერირიდლი სკოტირიჩარდ გირირკინის კაცირობერტ დაუნ უმცროსირუპერტ გრინისისხლით და ოფლითსუზან სარანდონიტონი სტარკიტრანსფორმერებუილიამ შატნერიუცხოუცხოპლანეტელები მტაცებლების წინააღმდეგ: რექვიემიფრანცისკო სკარამანგაჯეიმს ბონდიჯეიმს ბონდი აგენტი 007: ადამიანი ოქროს იარაღითჯეიმს კამერონიჯეიმს კირკიჯეისონ აიზეკსიჯენიფერ ლოპესიჯუდი გარლენდიჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი

არ გამოგრჩეს

5 რამ რაც გვინდა ვიხილოთ John Wick პრიკველში The Continental
გასართობი

საინტერესო კინოკლიშეები, რომლებსაც სხვადასხვა ფილმებში გამუდმებით ვაწყდებით

28 ნოემბერი, 2019
კადრში და კადრს მიღმა: ფოტოები ცნობილი ფილმების გადასაღები მოედნიდან
კადრში და კადრს მიღმა

კადრში და კადრს მიღმა: ფოტოები ცნობილი ფილმების გადასაღები მოედნიდან

12 ნოემბერი, 2019
„და ჩვენ ვიცეკვეთ“: განუმეორებელი ფილმი, ადამიანის შინაგანი მოგზაურობის შესახებ
რევიუ

„და ჩვენ ვიცეკვეთ“: განუმეორებელი ფილმი, ადამიანის შინაგანი მოგზაურობის შესახებ

11 ნოემბერი, 2019
„აღმოსავლური დაპირებები“, დევიდ კრონენბერგის გამორჩეული და სასტიკი ფილმი
ვიდეო

„აღმოსავლური დაპირებები“, დევიდ კრონენბერგის გამორჩეული და სასტიკი ფილმი

7 ნოემბერი, 2019

ახალი ამბები

როგორ იცვლებოდა ქალის სილამაზის სტანდარტები წლების განმავლობაში

როგორ იცვლებოდა ქალის სილამაზის სტანდარტები წლების განმავლობაში

ავტორი Cinemania
13 დეკემბერი, 2019
0

პარიზის ქუჩებში გაცოცხლებული „Star Wars“-ის ბატალიები

პარიზის ქუჩებში გაცოცხლებული „Star Wars“-ის ბატალიები

ავტორი Cinemania
12 დეკემბერი, 2019
0

ცნობილმა ჟურნალმა „GQ“-მ 2019-ის „… წლის ადამიანები“ დაასახელა

ცნობილმა ჟურნალმა „GQ“-მ 2019-ის „… წლის ადამიანები“ დაასახელა

ავტორი Cinemania
11 დეკემბერი, 2019
0

ქვიზები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2019
0

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ავტორი Cinemania
22 მაისი, 2019
0

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2019
0


ბოლოს დამატებული

როგორ იცვლებოდა ქალის სილამაზის სტანდარტები წლების განმავლობაში

როგორ იცვლებოდა ქალის სილამაზის სტანდარტები წლების განმავლობაში

ავტორი Cinemania
13 დეკემბერი, 2019
0

პარიზის ქუჩებში გაცოცხლებული „Star Wars“-ის ბატალიები

პარიზის ქუჩებში გაცოცხლებული „Star Wars“-ის ბატალიები

ავტორი Cinemania
12 დეკემბერი, 2019
0

ცნობილმა ჟურნალმა „GQ“-მ 2019-ის „… წლის ადამიანები“ დაასახელა

ცნობილმა ჟურნალმა „GQ“-მ 2019-ის „… წლის ადამიანები“ დაასახელა

ავტორი Cinemania
11 დეკემბერი, 2019
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

CINEMANIA © 2017-2019