ახლა უკვე შეგვიძლია, ნამდვილად მივირთვათ საუზმე ტიფანისთან

გახსოვთ ფილმი საუზმე ტიფანისთან? ის აუცილებლად გემახსოვრებათ, ოდრი კრუასანითა და ყავით ხელში ვიტრინასთან რომ ჩერდება, იმიტომ რომ, ჩვენში ეს კადრი მუდმივად ამოუხსნელ, სიმყუდროვის შეგრძნებას ტოვებდა და ალბათ ყოველთვის წარმოვიდგენდით იმასაც, თუ დაახლოებით როგორი უნდა ყოფილიყო ის ბრჭყვიალა გარემო ვიტრინის მიღმა.

კომპანია Tiffany & Co – მ ამ მუდმივ კითხვას პასუხი გასცა და ნებისმიერ ადამიანს საშუალება მისცა თავი სულ ცოტა ხნით ოდრის პერსონაჟად წარმოედგინა და საუზმე ნამდვილად მიერთვათ ტიფანისთან. ინტერიერზე დიდ ხანს იმუშავეს, ყველანაირად ეცადდნენ არც დროიდან ამოვარდნილიყვნენ და არც ზედმეტად ხელოვნური გარემო შეექმნათ. შედეგი კი საბოლოოდ ასეთი გამოუვიდათ

 

მისაგნებად დაგეხმარებით, კაფე ნიუ იორკში, მეხუთე ავენიუს 727 ნომერში მდებარეობს და მენიუც საკმაოდ ხელმისაწვდომია: 29 დოლარს საუზმისთვის გადაიხდით, ლანჩისთვის 39 დოლარს და სამხარისთვის, სულ რაღაც 49 დოლარს.

ტიფანის ლურჯი ზღაპრული ყუთი საუზმეზე, ტიფანისთან გეპატიჟებათ და იმის გარანტიასაც გაძლევთ, რომ ეს ადგილი თქვენი ზღაპრული თავგადასავლის დასაწყისი იქნება

Comments

comments