ძვლამდე – ფილმი ანორექსიის შესახებ

ნეტფლიქსის ახალი ფილმი მწვავე საკითხს ეხება: ელენი 20 წლის გოგოა, რომელიც ანორექსიითაა დაავადებული, რის გამოც უამრავი წელი აქვს გატარებული სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. მისი მდგომარეობა არ უმჯობესდება, წონა კი თანდათან იკლებს. სასოწარკვეთილებამდე მისული ოჯახი გადაწყვეტს, არატრადიციული მკურნალობის გზაც მოსინჯოს. ასე ხვდება ელენი ექიმს, რომელიც მის ცხოვრებას შეცვლის.
მნიშვნელოვანია, რომ მსახიობი ლილი კოლინსი (მთავარ როლში) თინეიჯერობის წლებში თავადაც იტანჯებოდა კვებითი აშლილობით.
რეჟისორი: მარტი ნოქსონი
მთავარ როლებში: კიანუ რივზი, ლილი კოლინსი

Comments

comments