ფოტოები: როგორ გამოიყურებიან “მოსიარულე მკვდრების” მსახიობები რეალურ ცხოვრებაში

ცნობილი სერიალის მთავარი გმირები ხშირად სისხლით და ჭუჭყით არიან დაფარული, რადგან ზომბებთან დაპირისპირება უწევთ. თუმცა, როდესაც რეალურ ცხოვრებაში გადარჩენისთვის ბრძოლა არ სჭირდებათ, მოსიარულე მკვდრების მსახიობები ბევრად უფრო სიმპატიური და განსხვავებული იერით სტუმრობენ წითელ ხალიჩას. მათ უმრავლესობას გადასაღებ მოედანზე იმიჯს პარიკებითა და სხვადასხვა სახის პროტეზით უცვლიან, რის გამოც ვარსკვლავების უმრავლესობა ქუჩაში შესაძლოა უცებ ვერ იცნოთ:

ენდრიუ ლინკოლნი

ჯგუფის ლიდერი ხშირად სისხლით არის დაფარული და მისი წვერი სიტუაციის შესაბამისად გამოიყურება. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი მამაკაცი წვერს გადასაღები მოედნის გარეთაც ატარებს, მისი იმიჯი უფრო სოლიდურია:

დანაი გურირა

ცნობილი ქალბატონის ვიზუალს მისი პერსონაჟისთვის შექმნილი პარიკი საკმაოდ რადიკალურად ცვლის, რის გამოც შესაძლოა დანაი ქუჩაში საერთოდ ვერ იცნოთ:

ჩენდლერ რიგსი

ცნობილი ბიჭუნა გადასაღები მოედნის გარეთაც გრძელი თმის ტარებას ამჯობინებს, თუმცა სახეზე ნაკლი არ აქვს:

ნორმან რიდუსი

მომხიბვლელი მამაკაცი სერიალის პერსონაჟისგან განსხვავებით, წითელ ხალიჩაზე ცუდი ბიჭის იერს ყოველთვის უფრო კოსერვატიული ვიზუალით ანაცვლებს:

ლორენ კოჰანი

ცნობილ მსახიობს მისი თმაც კი არ დაენანა და სერიალის გადაღებების გამო საკმაოდ მოკლედ შეიჭრა, თუმცა ახლა ისევ იბრუნებს ძველ იმიჯს:

მაიკლ კუდლიცი 

მისი პერსონაჟის როლის ბოლომდე მოსარგებად კუდლიცმა გადაწყვიტა თმა წითელ ფერად შეეღება და ულვაშიც მოეშვა:

კრისტიენ სერატოსი

გლამურული ქალბატონი გადასაღები მოედნის გარეთ ბევრად უფრო განსხვავებულ ვარცხნილობასა და მომხიბვლელ იმიჯს არჩევს:

ლენი ჯეიმსი

ცნობილი მსახიობი რეალურ ცხოვრებაში ყოველთვის სათვალეს ატარებს და ყურზე პირსინგიც კი აქვს:

ტომ პეინი 

ვარსკვლავმა შოუში მონაწილეობა პარიკით დაიწყო, თუმცა დროთა განმავლობაში საკუთარი ბუნებრივი თმაც გაიზარდა:

პოლიანა მაკინტოში

ცნობილი ქალბატონი რეალურ ცხოვრებაში სრულიად სხვა ფერის თმას ატარებს:

 

Comments

comments