Leatherface – საშიში და სულისგამყინავი თრეილერი

პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ Leatherface ტეხასურ ხოცვა-ჟლეტაზე შექმნილი მორიგი ფილმია. თუ აქამდე ვნახეთ, როგორი საშიში იყო ტყავსახა (ალბათ, ასე ითარგმნება) მოქმედებაში, ამჯერად 60-70-იან წლებში გადავინაცვლებთ და გავიგებთ, როგორ შეიქმნა ეს საშიში გმირი.

ფილმის შინაარსი ასეთია: თინეიჯერი ტყავსახა ფსიქიატრიული კლინიკიდან გარბის სამ თანამოაზრესთან ერთად. ისინი ახალგაზრდა მედდას იტაცებენ და უცნობ ადგილას მიჰყავთ. პარალელურად კი, გაქცეულებს ასევე შეშლილი გამომძიებელი ეძებს, რომელსაც შურისძიება სურს.

როლებში: ფინ ჯოუნსი, სტივენ დორფი და ლილი ტეილორი

 

Comments

comments