მეთ დეიმონის და ქრისტოფ ვალცის ახალი კომედიის თრეილერი

მეთ დეიმონი დიდ ეკრანებზე ახალი კომედიით ბრუნდება, რომელშიც მასთან ერთად ჰოლივუდის არაერთი ვარსკვლავი მიიღებს მონაწილეობას. Downsizing უკვე წარსდგა ხალხის წინაშე და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ალექსანდრ პეინის რეჟისორულმა ნამუშევარმა ვენეციის კინოფესტივალი გახსნა და კრიტიკოსებთან ერთად, ფესტივალის დირექტორისგანაც დაიმსახურა შექება. ალბერტო ბარბერას თქმით,  Downsizing არის სასაცილო, გასართობი და გასაოცარი ფილმი, რომელიც თანდათან უფრო დრამატული ხდება. ის წარმოგვიდგენს პრობლემებს, რომლებსაც დედამიწა უახლოეს მომავალში შეხვდება. ფილმში მეტ დეიმონს პარტნიორობას კრისტენ ვიგი და ქრისტოფ ვალცი გაუწევენ.

 

Comments

comments