ახალი ფოტოები STAR WARS: THE LAST JEDI-დან

გამოქვეყნდა ახალი ფოტოები “ვარსკვლავური ომების” ახალი ფილმიდან — The Last Jedi.

ბნელი მხარე სრულ მზადყოფნაში: კაპიტანი ფაზმა და შტორმტრუპერები

გენერალი ჰუქსი “ცუდი ბიჭების” შავ ფერში. დომნალ გლისონის თვალწარმტაცი ჩაცმულობა:

ლიუკ სკაიუოქერს კი საბრძოლო შემართება დიდად არ ეტყობა (შუახნის კრიზისი აქვს?)

რეის მისია რთულია — მან ლიუკი იპოვა, მაგრამ შეძლებს კი, დაარწმუნოს, რომ წინააღმდეგობის მოძრაობას შეუერთდეს?

ფილმი შთამბეჭდავ და დაძაბულ საბრძოლო სცენებს გვპირდება.

ფინი ცოცხალია და ალბათ ბრძოლას დაუბრუნდება. რეის არყოფნაში მისი პარტნიორი როზია, რიგითი თანამშრომელი მოწინააღმდეგეთა ბანაკში.

რეი თავის გმირს თვალებში შესცქერის… ნათესაური კავშირი არ იგრძნობა?

ფინი და როზი ერთმანეთის პირისპირ. ფინის ახალი მეგობარს აშკარად არ მოსწონს ის ფაქტი, რომ ფინი წინააღმდეგობას შეუერთდა.

პო მოწინააღმდეგეთა ახალი კოსტიუმით. მას ბევრ კოსმოსურ შეტაკებაში ვიხილავთ.

რეი იმ კუნძულზეა, სადაც ლიუკს მიაგნო, მაშასადამე, ძალის გამოყენებას სწავლობს. საინტერესოა, რომელ მხარეს გადაიხრებიან რეის და ლიუკის პერსონაჟები.

Comments

comments