GOT-ის მომავალი ეპიზოდის ფოტოები და ორი პერსონაჟის მოულოდნელი შეხვედრა

HBO-მ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა “სამეფო კარის თამაშების” მე-4 ეპიზოდის “The Spoils of War” ფოტოები და მათი მიხედვით ცხადი გახდა, რომ ორი მნიშვნელოვანი პერსონაჟის კიდევ ერთ, ამჯერად მოულოდნელ შეხვედრას ვნახავთ. ფოტოების უმეტესობა დრაკონის ქვიდანაა (Dragonstone), ნაწილი ვინტერფელიდან და მეფის საბიჯელიდან.

დენერისი და მისანდეი დრაკონის ქვაზე. შესაძლოა, დრაკონის მინის გამოტანას ესწრებიან.

ამ ფოტოში ჩანს, როგორ უცქერენ დენერისი და მისი თანმხლებები რაღაცას, რაც ნაპირს უახლოვდება.

და ეს თეონ გრეიჯოია!

წინა ეპიზოდში ჩვენ ვნახეთ, როგორ ამოათრიეს იარას გადარჩენილმა თანამებრძოლებმა თეონი გემზე. ჩანს, მათ დრაკონის ქვას ნავით მიაღწიეს.

არ დაგვავიწყდეს: ჯონ სნოუ დრაკონის ქვაზეა! და მან იცის სტარკების ოჯახის მიმართ თეონის ღალატის შესახებ. ამრიგად, ვინტერფელში აღზრდილი ორი ყოფილი ახლობლის შეხვედრა თეონ გრეიჯოის სასიამოვნოს არაფერს უქადის.

სატახტო ქალაქი – სერსეი და ტიქო ნესტორისი ვესტეროსის რუკასთან. წინა სერიაში დედოფალი მას ვალების გადახდას დაჰპირდა. არ ვიცით, ამჯერად რა გეგმები მუშავდება მათ თავში.

სანსა ღმერთების ხესთან – შეიძლება იქ ბრანიც არის. საინტერესოა, სამთვალა ბრანი ისევ საძულველი საქორწინო ღამის დეტალებს ჩაუღრმავდება თუ რაიმე უფრო მნიშვნელოვანს იტყვის…

პოდრიკი და ბრიენა. მათი საბრძოლო ვარჯიში ტრეილერშიც გამოჩნდა.

ნეკა რაღაცას დაკვირვებით უცქერის. შეიძლება სანსას. და გეგმებს აწყობს…

ჯეიმი და ბრონი მაღლა, ცას გასცქერიან. ტრეილერში ვნახეთ, როგორ მოფრინავს დრაკონი ვესტეროსის თავზე. ჩანს, ამ ეპიზოდში ლანისტერებს საქმე კარგად არ წაუვათ.

იხილეთ მე-4 ეპიზოდის (გამოსვლის თარიღი: 6 აგვისტო) ტრეილერი ქვემოთ:

Comments

comments