ახალი სერიალი “სტრაიკი”: ჯოან როულინგი მაგიის გარეშე

 

დეტექტივი “გუგულის ძახილი”  ჯოან როულინგმა რობერტ გელბრეითის ფსევდონიმით 2013 წელს გამოაქვეყნა. წიგნმა თავდაპირველად დიდი პოპულარობა ვერ მოიპოვა, მაგრამ როდესაც ავტორის ნამდვილი ვინაობა გამოაშკარავდა, “გუგულის ძახილი” ბესტსელერი გახდა და BBC-მ მის მიხედვით სერიალის გადაღება გადაწყვიტა. სტრაიკი — ასე ჰქვია როულინგის არამაგიური დეტექტივის ეკრანიზაციას, მთავარ როლებს კი ტომ ბურკი და ჰოლიდეი გრაინდერი ასრულებენ. წიგნის მთავარი პერსონაჟი დეტექტივი სტრაიკია, რომელიც მოდელ ლუნა ლენდრის მკვლელობის საქმეს იძიებს. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა სერიალის თრეილერი:

სერიალის ჩვენება 2017 წლის 27 აგვისტოს დაიწყება. ბრიტანეთში მას BBC One უჩვენებს, ამერიკასა და კანადაში კი — HBO.

Comments

comments