დარენ არანოვსკის ახალი ფილმის “დედა!” თრეილერი

შავი გედისა და ოცნების რექვიემის რეჟისორის ახალი ნამუშევარი დედა! წყვილზეა, რომელთა ურთიერთობა მაშინ დგება სასწორზე, როდესაც სახლში დაუპატიჟებელი სტუმრები მოვლენ. დედა! საშინელებათა ჟანრის ფილმია, თუმცა როგორც რეჟისორისგან, დარენ არანოვსკისგან იყო მოსალოდნელი, ის დამყარებულია ადამიანურ ურთიერთობებზე და აქ ბევრად მეტი ყურადღება ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტსა და მისი მოგვარების გზებს ეთმობა.

ფილმის გამოსვლის თარიღი 15 სექტემბერია.

“დედა!” ჯერ არავის უნახავს, თუმცა მასზე საუბარი არ წყდება. ფილმს დიდ მომავალსა და წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.

Comments

comments