დევიდ ფინჩერი ახალი სერიალით სერიული მკვლელის გონებაში ჩაგვახედებს

უკვე კარგა ხანია, ნიჭიერმა რეჟისორებმა და მსახიობებმა ფილმებიდან სერიალებში გადმოინაცვლეს. მაშ, კეთილი იყოს დევიდ ფინჩერის დაბრუნება ამ ასპარეზზე. ბანქოს სახლის (2013) შემდეგ იგი სატელევიზიო სივრცეს გონებაზე მონადირეთი უბრუნდება – ფსიქოლოგიური თრილერით სერიულ მკვლელებზე.

მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტის დეტალებზე ძალზე მწირი ცნობები გვაქვს, ვიცით, რომ სერიალი დაფუძნებული იქნება ჯონ დუგლასისა და მარკ ოლშაკერის წიგნზე – “გონებაზე მონადირე: FBI-ის ელიტურ სერიულ მკვლელობათა კრებული”. დუგლასის ჩანაწერები FBI-ში მის სამუშაო გამოცდილებას ეყრდნობა და ყველაზე სადისტური სერიული მკვლელობების ქრონიკას წარმოგვიდგენს. სერიალის თანაპროდიუსერი შარლიზ თერონია, სამსახიობო გუნდში კი ვიხილავთ ჯონათან გროფს, ჰოლტ მაკკელანისა და ანა ტორვს.

Netflix-მა ახლახან გამოაქვეყნა სერიალის ოფიციალური თრეილერი, რომელიც შთამბეჭდავ დრამას ჰპირდება ფინჩერისა და კრიმინალური თრილერების მოყვარულებს:

ფინჩერის “გონებაზე მონადირე” ჩვენს გონებაში შემოჭრას ამა წლის ნოემბერში შეეცდება.

 

Comments

comments