გამოქვეყნდა “ვარსკვლავური ომები 8: უკანასკნელი ჯედაის” თრეილერი

პირველი თიზერის გამოსვლიდან რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ Lucasfilm-მა Star Wars: The Last Jedi-ის თრეილერი გამოაქვეყნა, რომელშიც შედარებით ვრცლად ვიგებთ ვარსკვლავური ომების მორიგი ისტორიის დეტალებისა და პერსონაჟთა ახალი თავგადასავლების შესახებ.

თრეილერში ვხედავთ მე-7 ეპიზოდის (ძალის გამოღვიძება) მთავარ პერსონაჟ რეის და ფინს, ასევე ლიუკ სკაიუოქერს, რომელმაც ჯედაის ოსტატობა უნდა შეასწავლოს რეის. ფილმში ჩნდება წინა ეპიზოდის მთავარი ბნელი გმირიც — კაილო რენი, რომელიც დედამისის, პრინცესა ლეას პირისპირ დგას. ფანებისთვის გულისამაჩუყებელი აღმოჩნდა პრინცესა ლეას, აწგარდაცვლილი კერი ფიშერის დანახვა.

რაიან ჯონსონის მიერ გადაღებული VIII ეპიზოდი ჯეი ჯეი აბრამსის VII ეპიზოდის ამბების ქრონოლოგიურ გაგრძელებას წარმოადგენს.

მსოფლიო პრემიერაზე, რომელიც 15 დეკემბრისთვისაა დაგეგმილი, ბილეთების დაჯავშნა უკვე შესაძლებელია.

Comments

comments