“Hot Summer Nights”-ის თრეილერი: ტიმოთი შალამეს ახალი როლი

ტიმოთი შალამეს ფანებს მოცდა ზაფხულამდე მოუწევთ მისი ახალი ფილმის სანახავად. სწორედ ამ პერიოდში იგეგმება “Hot Summer Nights“-ის ეკრანებზე გამოსვლა.

ფილმი ბიჭზეა, რომელიც ბავშვობის ასაკიდან, მოზარდობის პერიოდში გადადის. შალამეს გმირს დენიელი ქვია, რომელსაც ნარკომოვაჭრის და შეუყვარდება.

ფილმი შალამეს პირველი კინოფირი იქნება მისი ოსკარის ნომინანტი შენი სახელით მომმართეს შემდეგ. მას წელსაც მოიაზრებენ ოსკარის ნომინანტად ფილმისთვის “Beautiful Boy”, რომელშიც ნარკოდამოკიდებულ მოზარდს განასახიერებს.

Hot Summer Nights“-ის კონკრეტული გამოსვლის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.

Comments

comments