Jungle – ახალი ფილმის თრეილერი დენიელ რედკლიფის მონაწილეობით

ჰარი პოტერის როლის შემსრულებელი დენიელ რედკლიფი საკუთარ სამსახიობო ძალებს სხვადასხვა ჟანრში აქტიურად სინჯავს. ამჟამად ის სათავგადასავლო ფილმ Jungle-ში გვევლინება, რომლის პრემიერაც 20 ოქტომბერს შედგება.

სიუჟეტი მოგვითხრობს მეგობრების შესახებ, რომლებიც ბოლივიის ჯუნგლებში ინდურ სოფელს ეძებენ, თუმცა მალე მიხვდებიან, რომ ეს ადგილი სინამდვილეში სულ სხვა საიდუმლოებს მალავს.

 

Comments

comments