Lady Bird – გრეტა გერვიგის რეჟისორული დებიუტის თრეილერი

მსახიობ გრეტა გერვიგს მაყურებელი უკვე იცნობს ისეთი ფილმებიდან, როგორებიცაა უფრო მეტი ვიდრე სექსი, მეოცე საუკუნის ქალები და ჯეკი. ახლა კი, დადგა დრო მისი რეჟისორული ნამუშევარიც შევაფასოთ.

Lady Bird-ის სიუჟეტი გრეტამ საკუთარი ცხოვრების ადრეული წლების მიხედვით შექმნა. ფილმი ახალგაზრდა ქალის თავგადასავლებს გვიყვება, რომელიც დროებით ჩრდილოეთ კალიფორნიაში ცხოვრობს.

ფილმში მთავარ როლს ირლანდიელი მსახიობი, სურშა რონანი ასრულებს, რომელსაც მაყურებელი კარგად იცნობს ფილმებიდან ბრუკლინი, სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი და მონანიება, თუმცა უკვე ვრცელდება ხმები, რომ ოსკარზე ორჯერ ნომინირებული მსახიობის კარიერაში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარია.

ფილმის პრემიერა 2017 წლის 10 ნოემბერს შედგება.

Comments

comments