Last Flag Flying – ბრაიან კრენსტონის და სტივ კარელის ახალი ფილმის თრეილერი

ჰოლივუდის ვარსკვლავები ახალ პროექტში გაერთიანდნენ. ბრაიან კრენსტონი და სტივ კარელი მალე დიდ ეკრანებზე ლორენს ფიშბორნთან ერთად მოგვევლინებიან და საზოგადოებას ახალ კომედიას წარუდგენენ. რიჩარდ ლინკლეიტერის რეჟისორობით გადაღებული ფილმი სამ ვეტერან მეგობარზე მოგვითხრობს, რომლებმაც ვიეტნამში ერთად მსახურობის შემდეგ ცხოვრების სხვადასხვა გზა აირჩიეს. სცენარის მიხედვით მათ სტივ კარელის პერსონაჟის ტრაგედია აერთიანებთ და ძველი მეგობრობის ხათრით ერთად ცდილობენ ბოლო ცხოვრებისეული მისიის შესრულებას.

Comments

comments