მარველის ზეადამიანების ახალ თრეილერში მედუზას თმა გაცილებით კარგად გამოიყურება

რამდენიმე დღის წინ მარველის ზეადამიანების ახალი თრეილერი გავრცელდა, სადაც პერსონაჟების ახლოდან ხილვის საშუალება მოგვეცა.

როგორც ჩანს, ფილმის შემქმნელებმა გაითვალისწინეს კომიქსების თაყვანისმცემელთა პრეტენზიები, რომელიც მათ პირველი თრეილერის გავრცელების შემდეგ გამოთქვეს: ფანების უკმაყოფილება მედუზას თმაზე მორგებულმა ვიზუალურმა ეფექტებმა გამოიწვია.

ფილმის პრემიერა IMAX-ის კინოთეატრებში 1 სექტემბერს, ტელევიზიაში კი 29 სექტემბერს შედგება.

 

Comments

comments