მეთ დეიმონისა და ჯულიანა მურის ახალი ფილმის პირველი თრეილერი

მსოფლიო მალე ჯორჯ კლუნის რიგით მეხუთე სერიოზულ სარეჟისორო ნამუშევარს იხილავს. გარეუბანი არის ფილმი მშვიდი და კონსერვატიული უბნის მცხოვრებლების შესახებ და მოგვითხრობს მეთ დეიმონის პერსონაჟის ოჯახის ტრაგიკულ ისტორიას, რომელიც მთელი ქალაქის ბედს განსაზღვრავს. სცენარი 1959 წლის ზაფხულში ვითარდება და ნათლად წარმოაჩენს, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერი ადამიანი მისი ოჯახის მტრებთან გამკლავების სურვილის გამო. მეთ დეიმონის პერსონაჟის თანმხლები ქალბატონის როლს ჯულიანა მური თამაშობს და ამ ორი ქარიზმატული მსახიობის ტანდემი მართლაც მოგანდომებთ მათთან ერთად სირბილს სიგიჟით სავსე ქუჩებში. ეს არის ფილმი ადამიანის გარდასახვაზე მოსიყვარულე მამიდან უსასტიკეს მხეცამდე.

ამ ფილმის გამოსვლის თარიღად 27 ოქტომბერია დასახელებული.

Comments

comments