You Were Never Really Here – ლინ რემსისა და ხოაკინ ფენიქსის ახალი ფილმის პირველი თრეილერი

მას შემდეგ, რაც ლინ რემსის ახალმა ფილმმა You Were Never Really Here კანის ფესტივალი და კინოკრიტიკოსთა გულები დაიპყრო, მაყურებლის დროც დადგა. რეჟისორმა უკანასკნელი სრულმეტრაჟიანი ფილმი უნდა ვილაპარაკოთ კევინზე 2011 წელს გადაიღო და, როგორც ჩანს, ხანგრძლივი პაუზა ტრიუმფალური დაბრუნებისათვის გამოიყენა.

ხოაკინ ფენიქსის გმირი სასტიკი პოლიციელია, რომელიც გატაცებული გოგონას ბავშვთა ტრეფიკინგიდან დახსნას ცდილობს. ფილმი კინოთეატრებში ნოემბრიდან გამოვა.

Comments

comments