თრეილერი: ანტონიო ბანდერასი პაბლო პიკასოს როლში

გენიოსიNational Geographic-ს სატელევიზიო სერიალია, რომელმაც პირველი სეზონი აინშტაინს, მის ცხოვრებას და აღმოჩენებს დაუთმო, ხოლო მეორე სეზონი კი პაბლო პიკასოზე შეჩერდა.

გენიალური მხატვრის როლს ანტონიო ბანდერასი შეასრულებს. “პაბლო პიკასოს ცხოვრება ჩემთვის ყოველთვის მომაჯადოებელი იყო და მას, ისევე როგორც მის შემოქმედებას, ძალიან დიდ პატივს ვცემ. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ გარკვეული პერიოდი, მისი კანის ქვეშ მომიწევს ცხოვრება.” – აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა.

სერიალის მეორე სეზონის პრემიერა 2018 წლის 24 აპრილს შედგება.

Comments

comments