სერიალ ბრუკლინი 9-9-ს მეშვიდე სეზონიც ექნება. ამჟამად ტელეეთერით მეექვსე სეზონი გადის.
სერიალის სამსახიობო შემადგენლობას არხის წარმომადგენელმა ასე მიმართა: “მოხარულები ვართ, ჩვენს არხზე ამ ახალი სეზონით რომ დავბრუნდით, მაგრამ კიდევ უფრო მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ კიდევ ერთი სეზონით გვსურს იყოთ ჩვენთან”.
შეგახსენებთ, რომ მეხუთე სეზონის შემდეგ არხმა Fox-მა სერიალი დახურა, თუმცა მალევე NBC-იმ თავის არხზე მიიწვია.
ladbible.com