ჯონი გალეცკი, ჯიმ პარსონსი, კალეი კუოკო, სიმონ ჰელბერგი, კუნალ ნავიარი, მელისა რაუჩი და მაიმ ბიალიკი , მას მერე რაც სერიალის “დიდი აფეთქების თეორია” დასრულების შესახებ გახდა ცნობილი, ერთად პირველად გამოჩნდნენ.
გადასაღები ხუთი ეპიზოდიღა დარჩა და ვარსკვლავებმა აღნიშნეს, თუ რამდენად წყდებათ გული, რომ შოუ მორჩება და რამდენად შეიცვალნენ ისინი 2007 წლიდან დღემდე.
მაიმმა აღნიშნა რომ მას სერიალი მეოთხე სეზონის ქასთინგამდე არც უნახავს და ეგონა , რომ ეს შოუ თამაშებზე იყო.
ასევე მსახიობებმა ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის დიდი აფეთქების თეორიის სტიპენდია განიხილეს და თამაში “დიდი აფეთქება” ითამაშეს.