ლონდონის კინოფესტივალს არმანდო იანუჩის ახალი ნამუშევარი The Personal History of David Copperfield გახსნის, რომელშიც მთავარ როლს მილიონერი ღარიბთა უბნიდან და ლომის ვარსკვლავი დევ პატელი თამაშობს. იანუჩი ცნობილია ფილმით სტალინის სიკვდილი.
ფილმი ამერიკის რომელიმე კინოფესტივალზეც მოხვდება, იქნება ეს ტელურაიდი, ტორონტო თუ ნიუ იორკი. ფილმში ასევე მონაწილეობენ ტილდა სუინტონი, ჰიუ ლორი, პიტერ კაპალდი, ბენ უიშოუ, პოლ უაითჰაუსი, გვენდოლინ კრისტი და ანეურინ ბერნარდი.
ლონდონის 63-ე კინოფესტივალი 3-13 ოქტომბერს გაიმართება. საკონკურსო სექციაში მონაწილე ფილმები 29 აგვისტოს დასახელდება.
indiewire.com