ქეით ბლანშეტთან ერთად ახალ სერიალში სარა პოლსონი ითამაშებს

ლეგენდარული ავსტრალიელი მსახიობი, ქეით ბლანშეტი იმ ვარსკვლავების რიცხვს შეუერთდა, რომლებიც დიდი ეკრანიდან სერიალების სამყაროში ინაცვლებენ.

ორი ოსკარის მფლობელმა მსახიობმა FX-თან ახალი კონტრაქტი გააფორმა და 9-ეპიზოდიან მინი-სერიალში Mrs. America მთავარ როლს შეასრულებს.

ბლანშეტს პარტნიორობას ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული მსახიობი, ემისა და ოქროს გლობუსის მფლობელი სარა პოლსონი გაუწევს.

სერალის სიუჟეტი რეალურ ამბებს ეფუძნება, სიუჟეტი კი 70-იანი წლების ამერიკაში ვითარდება. ბლანშეტი რეალურად არსებულ ფელის შლეფლის ითამაშებს, რომელმაც სახელი კონსერვატიული შეხედულებებით გაითქვა. იგი ანტიფემინისტური მოძრაობის ერთ-ერთ გამორჩეული ლიდერი იყო.

ფილისი ცნობილი იყო თავისი ანტიფემინისტური გამოსვლებითა და ლეგენდარულ აქტივისტ, გლორია სტაინემთან დაპირისპირებით.

სარასთან და ქეითთან ერთად, შოუში ვიხილავთ უზო ადუბას, მარგო მარტინდეილს ტრეისი ულმანი, როუზ ბირნი და ა.შ.

მინი-სერიალის სცენარს დავი უოლერი დაწერს, პრემიერა კი 2020 წელს იგეგმება.

არ გამოგრჩეს

ქვიზები


გასართობი

ახლა კითხულობენ