იგის წარმატების შემდეგ ჰორორის მეფის სტივენ კინგის წიგნებით ჰოლივუდელი კინოპროდიუსერები კვლავ დაინტერესდნენ. ტელეარხი CBS რომანის The Stand ეკრანიზაციას აპირებს, შოუ ათი ეპიზოდისგან შედგება, მოქმედება კი გლობალური პანდემიის შემდეგ გადარჩენილ პოსტაპოკალიპტიკურ სამყაროში განვითარდება.
ამ დროისთვის მთავარ როლებზე ჯეიმს მარსდენი, ამბერ ჰერდი და ვუპი გოლდბერგი განიხილებიან. ეს The Stand-ის რიგით მეორე სატელევიზიო ეკრანიზაცია იქნება, 1994 წელს გადაღებულ მინისერიალში მთავარი როლები გარი სინიზმა და მიგელ ფერერმა შეასრულეს.
პროექტის შოურანერები ჯოშ ბუნი და ბენჯამინ კაველი იქნებიან. სერიალის გამოსვლის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.