კრისტიან ბეილის უკანასკნელი ფილმი პოლიტიკური დრამა “Vice“-ია, სადაც ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციასთან პარალელების გავლებაც შეიძლება.
საპრემიერო დღეს, ბეილმა წითელ ხალიჩაზე 2011 წელი გაიხსნა, როდესაც დონალდ ტრამპს შეხვდა.
ერთხელ გავიცანი ის. ბეტმენს ვიღებდით ტრამპ თაუერში და მითხრა, ოფისში ვწვეოდი. ვფიქრობ, ეგონა რომ ბრიუს უეინი ვიყავი, რადგან კოსტუმი მეცვა. ასე რომ, ის ისე მელაპარაკებოდა როგორც ბრიუს უეინს და მეც ავყევი. საკმაოდ სახალისო იყო. იმ დროს ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ პრეზიდენტობას დააპირებდა.