სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
სინემანია
No Result
სრულად ნახვა
სალომე არშბას #კინოდღიურები

სალომე არშბას #კინოდღიურები

ავტორი Cinemania
21 მაისი, 2019
რუბრიკა #კინოდღიური, საავტორო სტატიები
Share on FacebookShare on Twitter

რუბრიკაში #კინოდღიურები, დღეს, ჟურნალისტი სალომე არშბა ისაუბრებს თავის კინოგემოვნებაზე.

რომელ მსახიობთან იმეგობრებდით, და რომელ ფილმში ითამაშებდით მასთან ერთად?

სხვადასხვა დროს სხვადასხვა მსახიობთან მეგობრობა მინდა ხოლმე. ახლა, მაგალითად, დიდი სიამოვნებით მიხაელ ჰანეკეს ფილმში პიანისტი ქალი, ანი ჟირარდოს გმირთან ერთად ვითამაშებდი. ერიკა ვიქნებოდი, ნიჭიერი პიანისტი, ვენის კონსერვატორიის პროფესორი, თითქოს შემდგარი ქალი, რომელიც დედასთან და დედის წესებით ცხოვრობს. დედა-შვილის წინააღმდეგობრივი და უცნაური ურთიერთობა განსაკუთრებით საინტერესოა ამ ეტაპზე ჩემთვის. მგონია, რომ ერიკა მსხვერპლია, რომელიც დედამ შეიწირა, რომელიც არც ცდილობს ბედნიერებისთვის იბრძოლოს, არც ბედს ეწინააღმდეგება, ცხოვრების დინებას მიყვება, თითქოს სიყვარულიც არ შეუძლია და შესაბამისად ვერც სხვას გააბედნიერებს.  კიდევ არაერთი ფილმი მახსენდება ამ თემის ირგვლივ, თუნდაც ინგმარ ბერგმანის შემოდგომის სონატა.

რომელი ცნობილი რეჟისორის ფილმში შეასრულებდით მთავარ როლს?

ლუკინო ვისკონტის ფილმი ყველაზე ლამაზი, სადაც მთავარ როლს განუმეორებელი ანა მანიანი ასრულებს. დედა, რომელიც ყველანაირი ხერხით ცდილობს თავისი პატარა გოგონა დიდ კინოში მოახვედროს. მიზნის მისაღწევად ანა მანიანის გმირი ყველაფრისთვის მზადაა. ომის შემდგომი პერიოდის იტალია, სოციალური პრობლემები, ადამიანური ურთიერთობები და დედა, რომლისთვისაც შვილი ყველაზე ლამაზია. ბედნიერება იქნებოდა ვისკონტისთან ერთად ამ ფილმზე მუშაობა.

ფილმი რომელმაც თქვენს ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა იყო…

კარგად მახსოვს, როგორი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე თეო ანგელოპულოსის ფილმმა, პეიზაჟი ნისლში. ალექსანდრე და ვულა, ფილმის მთავარი გმირები, რომლებსაც თითქოს დრო არ აღელვებთ, არადა, სულ სადღაც მიიჩქარიან. მიზანი კი ერთია: ისინი მამას ეძებენ, ეძებენ სიზმარშიც და წარმოსახვაშიც. გერმანიისკენ მიდიან, გზა კი ძალიან შორია, ზოგჯერ გეჩვენება, რომ დაუსრულებელიც კი. ალბათ, ამიტომაც კითხვაზე სად მიდიხარ, მარტივად პასუხობ: შორს. “პეიზაჟი ნისლში” ჩემთვის ის ფილმია, სადაც გარემო ისეთივე უსახურია, როგორც ფილმის გმირების ცხოვრება.

ნებისმიერ ფილმში ცხოვრება რომ შეგეძლოთ და თქვენი პროფესიით მუშაობა, რომელ ფილმს აირჩევდით?

ისევ ლუკინო ვისკონტის ფილმი, სიკვდილი ვენეციაში და ინტერვიუ გუსტავ ფონ აშენბახთან. გმირთან, რომელიც მარტოა, გმირი, რომელიც  გვიან მიხვდა, რომ აბსოლუტურ სილამაზესთან შეხვედრა სიკვდილის ტოლფასია, რომ ეს სასჯელია და თან ჯილდოც. გმირი, რომელიც  ცხოვრების გადაფასებას იწყებს, ნაცნობი გრძნობები სადღაც ქრება და გუსტავ ფონ აშენბახი მისთვის უცხო განცდას ეწირება, იმ განცდას, რომელიც  სილამაზეს ეკუთვნის, ტაძიო აშენბახისთვის ზღაპრულ ვენეციაში ნაპოვნი იდეალური და სრულყოფილი სილამაზეა. უკვდავი სილამაზის მაძიებელთან ჩავწერდი ინტერვიუს.

ძალიან კარგ ხასიათზე როდესაც ხართ, გახსენდებათ ან უყურებთ ფილმს…

ხომ არსებობს ფილმები, რომლებიც არ გბეზრდება, რამდენჯერაც თვალს მოკრავ ტელევიზორში, იმდენჯერ რომ უყურებ, ასეთია ჩემთვის ოდრი ჰეპბერნის ფილმები, ყველაზე კეთილი, მშვიდი, ოდრის გარეგნობიდან გამომდინარე არაამქვეყნიურიც კი. ოდრის ფილმები ჩემთვის სწორედ ის ფილმებია, რომლებიც ყოველთვის განწყობასა და ხასიათს მიუმჯობესებს.

#კინოდღიურებისალომე არშბა

არ გამოგრჩეს

დარაჯები
საავტორო სტატიები

შეკითხვები, „HBO“-ს „Watchmen“-ის შესახებ, რომელზეც პასუხები არ გვაქვს

22 ნოემბერი, 2019
კვლევა: რამდენი ხუმრობაა მარველის ფილმებში
საავტორო სტატიები

„Marvel“-ის კინოსამყაროში მიმდინარე მოვლენების ქრონოლოგია

8 ნოემბერი, 2019
ჭკვიანური მითითებები და აქამდე უცნობი „Easter Egg“-ები სხვადასხვა ფილმებიდან
გასართობი

ჭკვიანური მითითებები და აქამდე უცნობი „Easter Egg“-ები სხვადასხვა ფილმებიდან

5 ნოემბერი, 2019
საშინელებათა ჟანრის ფილმების ისტორია და საკულტო პერსონაჟების განმასახიერებელი მსახიობები
გასართობი

საშინელებათა ჟანრის ფილმების ისტორია და საკულტო პერსონაჟების განმასახიერებელი მსახიობები

30 ოქტომბერი, 2019

ახალი ამბები

მაიკლ ბეის ახალი ფილმის, „6 Underground“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

მაიკლ ბეის ახალი ფილმის, „6 Underground“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
6 დეკემბერი, 2019
0

განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი ბოროტმოქმედი ფსიქოპატები

განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი ბოროტმოქმედი ფსიქოპატები

ავტორი Cinemania
5 დეკემბერი, 2019
0

„What If“: „დისნეის“ გმირებს 21-ე საუკუნეში, რომ ეცხოვრათ …

„What If“: „დისნეის“ გმირებს 21-ე საუკუნეში, რომ ეცხოვრათ …

ავტორი Cinemania
4 დეკემბერი, 2019
0

ქვიზები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2019
0

დარწმუნებული ხარ რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ქვიზი: დარწმუნებული ხარ, რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2019
0

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2019
0


ბოლოს დამატებული

მაიკლ ბეის ახალი ფილმის, „6 Underground“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

მაიკლ ბეის ახალი ფილმის, „6 Underground“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
6 დეკემბერი, 2019
0

განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი ბოროტმოქმედი ფსიქოპატები

განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი ბოროტმოქმედი ფსიქოპატები

ავტორი Cinemania
5 დეკემბერი, 2019
0

„What If“: „დისნეის“ გმირებს 21-ე საუკუნეში, რომ ეცხოვრათ …

„What If“: „დისნეის“ გმირებს 21-ე საუკუნეში, რომ ეცხოვრათ …

ავტორი Cinemania
4 დეკემბერი, 2019
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

CINEMANIA © 2017-2019