10 უცნაური კინოფაქტი, რომელიც აქამდე სავარაუდოდ არ იცოდით

#1. იურული პერიოდის პარკში დინოზავრების კომუნიკაციის ხმები სინამდვილეში კუების შეჯვარების ხმებია

#2. სცენა მაკულატურიდან, რომელშიც ვინსენტი მიას გულში ნემსს არჭობს, სინამდვილეში შებრუნებულადაა გადაღებული. ასე რომ, ჯონ ტრავოლტა ნემსს კი არ არჭობს, არამედ სწრაფად იღებს

#3. ბენ აფლეკმა და მეთ დეიმონმა ჭკვიანი ვილ ჰანტინგის სცენარში გეი სცენა ჩაამატეს, რომ გაეგოთ, ვინ წაიკითხავდა სცენარს და ვინ – არა. ჰარვი ვაინშტაინმა შეამჩნია უადგილო ეპიზოდი და ფილმის პროდიუსერიც გახდა

#4. გალაქტიკის მცველების მოლაპარაკე ენოტს ნამდვილი პროტოტიპი ჰყავს, რომელსაც ორეო ჰქვია

#5. ნიუ-იორკის ერთ-ერთ კინოთეატრს მოუწია, დარბაზის ყველა სკამზე ცელოფანი გადაეკრა, რადგან ფიფქია და შვიდი ჯუჯას ყურებისას ბავშვები შიშისგან იფსამდნენ

#6. ეს სასაცილო სცენა რიჩარდ გირის იმპროვიზაციაა

#7. ბეტმენის გადაღებისას მიშელ ფაიფერის კოსტიუმი ვაკუუმით დაცალეს ჰაერისგან, რაც კოსტიუმში გადაადგილებასა და სუნთქვას თითქმის შეუძლებელს ხდიდა

#8. სანამ ნეოს როლზე კიანუ რივზს დაამტკიცებდნენ, ეს როლი უილ სმიტს, ტომ კრუზს, ჯონი დეპსა და ლეონარდო დიკაპრიოს შესთავაზეს

#9. სცენა უცხოდან, რომელშიც პერსონაჟის მკერდიდან საშიში არსება “ამოხეთქავს”, მსახიობებისთვის სრულიად მოულოდნელი იყო და ერთ-ერთს გულიც კი წაუვიდა. რეაქციები ფილმში უცვლელად დატოვეს

#10. მონსტრების კორპორაციის უსაყვარლეს ბუს ნამდვილი პატარა ბავშვი ახმოვანებს. ბავშვის ერთ ადგილზე გაჩერება შესაბამისი ხაზების წასაკითხად შეუძლებელი აღმოჩნდა, ამიტომ პატარა უბრალოდ სტუდიაში თამაშობდა და მას უკან მიკროფონით დაჰყვებოდნენ

 

Comments

comments