6 ფილმი, რომელიც მსახიობებისთვის და მაყურებლისთვის სახიფათო აღმოჩნდა

ფილმის გადაღება მარტივი პროცესი რომ არ არის, ეს ყველამ კარგად იცის. ხშირად ხდება, როცა მსახიობი ბევრს რისკავს იმისთვის, რომ სცენა სრულყოფილი გამოვიდეს და ბევრია ისეთი შემთხვევა, როცა მაყურებელი გავლენის ქვეშ ზედმეტად ექცევა.

მოკლედ, გთავაზობთ იმ ფილმების ჩამონათვალს, რომლებიც მსახიობებისთვის საკმაოდ სახიფათო აღმოჩნდა, ხოლო მაყურებელმა კი გულთან ახლოს ზედმეტად მიიტანა.

#1. ტიტანიკიქეით უინსლეტისთვის ცოტაც და სასიკვდილო აღმოჩნდებოდა. მსახიობმა ფილტვების ანთება მას შემდეგ აიკიდა, როცა რეჟისორის დავალებით საათების განმავლობაში სველი კაბა ეცვა. ასევე კინაღამ დაიხრჩო მაშინ, როდესაც ფილმის კულმინაციურ ნაწილს იღებდნენ.

#2. ქრისტეს ვნებანი – მსახიობი, რომელიც მელ გიფსონის ფილმში ქრისტეს როლს თამაშობს, ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ ეს როლი გარდა მორალური სიმძიმისა, ფიზიკურად ასეთი მტკინვეული აღმოჩნდებოდა. გადასაღებ მოედანზე, იმ სცენაში, სადაც ქრისტეს მათრახით სცემენ, ერთ – ერთმა მოხალისე მსახიობმა ჯიმს შემთხვევით მართლაც გაარტყა მათრახი ისე ძლიერად, რომ ქრისტეს როლის შემსრულებელს დღემდე აქვს ზურგზე 35-სანტიმეტრიანი შრამი. ასევე იღრძო მხარი, როდესაც 150 კილოიანი ჯვარი მოჰქონდა და ერთ-ერთ გადაღებაზე ღამე ისე სციოდა, რომ კინაღამ გაიყინა და გარდაიცვალა.

3. აპოკალიფსი დღეს – გადამღები ჯგუფისთვის მართლაც აპოკალიფსური აღმოჩნდა. საქმე იმაში იყო, რომ იმ დროს, როცა კოპოლა ფილმზე მუშაობდა, ფილიპინებში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა და გადამღები ჯგუფის თითოეულ წევრს დაცვის გარეშე გადაადგილება ფიზიკურად არ შეეძლო. მათი თითო ნაბიჯი დიდ რისკთან იყო დაკავშირებული და ყოველი დღე ძალიან ახლოს იყო სიკვდილთან.

4. მექანიკური ფორთოხალი – გადაღების დროს იმდენად არა, რამდენადაც კინოთეატრებში გამოსვლის შემდეგ გახდა სახიფათო. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ფილმი სავსეა სასტიკი სცენებით, გადამღები ჯგუფის არც ერთი წევრი არ დაშავებულა. თუმცა ამით ყველაფერი არ დამთავრებულა, მას შემდეგ, რაც ფილმი მაყურებელმა ნახა, რატომღაც გადაწყვიტა, რომ ეს გართობის ერთ – ერთი საუკეთესო საშუალება იყო. ერთობოდნენ ზუსტად ისე, როგორც ფილმში და მას შემდეგ, რაც რამდენიმე ადამიანი საგრძნობლად დაზიანდა და რამდენიმეც გარდაიცვალა, ფილმი გარკვეულ ქვეყნებში აკრძალეს.

5. მებრძოლთა კლუბი – ამერიკაში ბევრი შეგხვდებოდათ, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფილმი კინოთეატრებში გამოვიდა. ძირითადად კლუბის დამაარსებლები და მონაწილეები ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ, რომლებიც საკუთარ თავს ძალიან აიგივებდნენ ფილმის პერსონაჟებთან და ზუსტად ამ მიზეზის გამო, ერთ – ერთმა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელმაც საკუთარი თავი ედვარდ ნორტონის პერსონაჟში დაინახა, მთელი კინოთეატრი ადამიანებთან ერთად გადაწვა. ფილმი კალიფორნიაში მომენტალურად აკრძალეს.

6. გადარჩენილი – ეს ის შემთხვევაა, როცა ფილმის სახელწოდება საუკეთესოდ აღწერს მსახიობის მდგომარეობას. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ლეონარდო დიკაპრიო გადამღები ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, ერთ – ერთი სასწაულებრივად გადარჩენილი ადამიანია. გუნდის წევრები ინარიტუს ვერ იტანდნენ, იმიტომ რომ გადასაღებ მოედანზე არცერთ მათგანს არანაირი კომფორტი არ ჰქონია. იყინებოდნენ, ეძინათ მკვდარი ცხოველების გვერდით, ხანდახან მათ ბეწვსაც კი ხმარობდნენ გასათბობად და მიირთმევდნენ უმ ხორცს. ტემპერატურა კი მომაკვდინებლად დაბალი იყო, ამიტომაც შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ ოსკარი მსახიობმა დამსახურებულად მიიღო.

 

 

Comments

comments