6 მსახიობი ქალი, რომლებმაც როლის გამო თმა გადაიპარსეს

სილამაზე თუ  არა, პროფესია ნამდვილად მოითხოვს მსხვერპლს და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს პროფესია კინოსთან არის დაკავშირებული. მსახიობებს ხშირად უწევთ როლის გამო ცხოვრების სტილის შეცვლა. ერთი შეხედვით თმის დამოკლება, დაგრძელება ან შეღებვა პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, თუმცა დაფიქრდით, რამდენ ხანს ვიღებთ გადაწყვეტილებას მაშინ, როდესაც საქმე ჩვენს ვარცხნილობას ეხება?მსახიობებს კი ამაზე ფიქრის დროც არ აქვთ, ანუ ძალიან მოკლედ და თამამად უნდა ითქვას, რომ მამაცები არიან, თანაც ძალიან.

ნატალი პორტმანი – მსახიობმა თმა  2006 წელს ფილმის V for Vendetta გადაღებისას გადაიპარსა. ეს სცენა ერთადერთხელ გადაიღეს, სამი კამერით.

შარლიზ ტერონი – ოსკაროსანმა მსახიობმა თმა  2015 წლის შეშლილი მაქსისთვის გადაიპარსა.

მილი ბობი ბრაუნიStranger Things – ის მთავარ პერსონაჟს ძვირფასი დალალების გადაპარსვა სერიალისთვის მოუწია. “დედაჩემს საშინელი რეაქცია ჰქონდა, მეხვეწებოდა რომ საკუთარი თავისთვის ეს არ გამეკეთებინა,თუმცა მე და მამაჩემმა გავხედეთ და ვუთხარით, ეს უბრალოდ თმა არის დედა, ნუ ღელავ, მალე ამომივა”

ანჯელინა ჯოლი – 1998 წელს მსახიობმა ფილმში Gia ითამაშა, სადაც ცნობილი სუპერმოდელის, ჯიას როლს თამაშობდა, ამისთვის კი თმის ვარცხნილობის რადიკალურად შეცვლა მოუწია.

ენ ჰეთევეი – ფილმისთვის Les miserables მსახიობს თმის ვარცხნილობის შეცვლა, ბევრი სიმღერა და კიდევ უფრო ბევრი ტირილი მოუწია, თუმცა საბოლოოდ ოსკარიც დაიმსახურა. როგორც მსახიობი ამბობს, გადაღებებზე ბევრი რამ უკეთებია,რასაც ვერასდროს წარმოიდგენდა, თუმცა თმის ვარცხნილობის შეცვლა აღმოჩნდა ერთადერთი მიზეზი, რის გამოც გადაღებებზე გაუჩერებლად ტიროდა და საკუთარ თავს ვერაფრით ეგუებოდა.

ქეით ბლანშეტი – “თმა პირველად ფილმისთვის Heaven გადავიპარსე. ყოველთვის ვიცოდი, რომ თმისგან გათავისუფლება სასწაულ სულიერ სიმშვიდესთან ასოცირდებოდა, თუმცა სკოლის პერიოდში რომ ეს გამეკეთებინა, მეამბოხეს ტიტულს ვერასდროს მოვიშორებდი. ახლა კი იმდენად მომწონს ეს გრძნობა, რომ აუცილებლად გავიმეორებ”

 

 

Comments

comments