ცნობილი რეჟისორების არშემდგარი პროექტები

იყო ძალიან პოპულარული, დაფასებული და ოსკაროსანი რეჟისორი – სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კარიერულად იდეალური ცხოვრება გქონდეს. კინო რეჟისორებს, რომლებსაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ, აქვთ ცხოვრებაში ისეთი ჩავარდნები, რომელსაც დღემდე ვერ პატიობენ საკუთარ თავს და მუდამ მისტირიან იმ პროექტებს, რომელიც არ შესდგა და სამომავლოდ არც არასდროს შესდგება.

გთავაზობთ რეჟისორების და მათი შეუმდგარი ფილმების ჩამონათვალს.

მას შემდეგ, რაც საშლელთავამ თავის დროზე დიდი წარმატება მოიპოვა, დევიდ ლინჩს გაუჩნდა იდეა, რომ გადაეღო ფილმი, რომელიც იმით კი არ იქნებოდა უნიკალური, რომ 80იან წლებში მძიმე დეტექტიურ დრამას გადაიღებდა, არამედ იმით, რომ შავ – თეთრ კინოს ფერად ფირს შეურევდა და ფილმიც ძალიან შთამბეჭდავი გამოვიდოდა, თუმცა მასთან თანამშრომლობა არ ისურვეს და რეჟისორს ამდენი ფიქრი წყალში ჩაეყარა, საბოლოოდ მიადგა პროექტს, რომელიც ბევრად უფრო მარტივი და გამოსვლადი იქნებოდა და ადამიანი სპილო გადაიღო.

მარტინ სკორსეზეს კიდევ ერთ აღიარებამდე სულ ცოტა აკლდა, რომელსაც ფილმი Dino მოუტანდა, თუმცა ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც ელოდებოდა. რეჟისორს სცენარიც დაწერილი ჰქონდა, ლოკაციებიც მოფიქრებული და მთავარ როლებზე მსახიობებიც კი ჰყავდა დამტკიცებული : ტომ ჰენკსი, ჯონ ტრავოლტა,ჰიუ გრანტი, ადამ სენდლერი და ჯიმ კერი  იყვნენ მსახიობები,რომელთაც დინ მარტინზე გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმში უნდა ეთამაშათ, თუმცა ვერც მსახიობები, ვერც თვითონ რეჟისორი და ვერც კომპანია Warner Bros. ფინანსებზე ვერ შეთანხმდა და ამიტომ ფილმის იდეა ისევე ჩაკვდა, როგორც ერთ დღეს სკორსეზეს გაუჩნდა.

სოფია კოპოლას  თითქოს ერთი მარტივი ფილმის “პატარა ქალთევზა” გადაღება უნდოდა, თუმცა იდეა ბევრი მიზეზის გამო ვერ შედგა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კი ფინანსები იყო. რაც დრო გადიოდა, სოფია ხვდებოდა, რომ როგორც ის ხედავდა სცენარის შინაარს და ვიზუალს, მცირე ხარჯებით ვერაფრით გაწვდებოდა მის გადაღებას. მიუხედავად სათაურისა, მას არ სურდა გადაეღო ბედნიერი დასასრულით, საოჯახო და საბავშვო კინო, რეჟისორს უნდოდა, რომ ფილმი ყოფილიყო ძალიან დამაფიქრებელი, მძიმე სცენებით გაჯერებული დრამა, რომელიც საბოლოო ჯამში საერთოდ არ შედგა.

კვენტინ ტარანტინოს სურდა გადაეღო ფილმი სახელწოდებით “Killer Craw“. მისი დაჟინებული ახირების მიუხედავად, ფილმი მაინც ვერ შედგა. უსახელო ნაბიჭვრების გადაღებისას, კვენტინმა მოახერხა და ახალი ფილმის იდეაც რამდენიმე კადრში განახორციელა, თუმცა იმდენად არ ჯდებოდა მის სტილისტიკაში, რომ მონტაჟის დროს კადრები ფილმიდან მთლიანად ამოშალა. წესით, მკვლელი ყვავი  უნდა ყოფილიყო იმ შავი ჯარისკაცების ოცეულზე, რომლებიც სისხლიან შურისძიებას თეთრი ოფიცრების წინააღმდეგ ატარებენ, რომლებმაც სამხედროები გააანადგურეს. ტარანტინომ აღიარა, რომ ეს სცენარი მას მომავალი ფილმისთვის აუცილებლად გამოადგება და გამოიყენებს კიდეც, თუმცა როგორც ჩანს დღემდე მის კინემატოგრაფიაში ფილმი სახელად მკვლელი ყვავი ნამდვილად არ ფიგურირებს.

 

 

Comments

comments