ემა სტოუნი: მამაკაცმა კოლეგებმა საკუთარი ჰონორარი გამინაწილეს

ჰოლივუდის მამაკაც და ქალ მსახიობებს შორის სახელფასო განსხვავება უკვე დიდი ხანია, აქტიურად განიხილება. ემა სტოუნი აქტუალურ თემას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ანაზღაურების გასათანაბრებლად მისმა მამაკაცმა კოლეგებმა საკუთარი შემოსავალი მოიკლეს და მას გაუნაწილეს.

თანაბარი ანაზღაურება ქალებისთვის და კაცებისთვის სწორი და სამართლიანია. თუ მოვითხოვთ თანაბარ ანაზღაურებას, ეს იმასაც ნიშნავს, რომ მამაკაცებს გარკვეული პრივილეგიები მოაკლდებათ, – განაცხადა ვარსკვლავმა.

ემა სტოუნის გარდა ამ თემაზე სხვა მსახიობებიც საუბრობენ. მაგალითად, ნატალი პორტმანი, რომელმაც 2011 წლის ფილმისთვის უფრო მეტი, ვიდრე სექსი, ეშტონ კატჩერზე სამჯერ ნაკლები ანაზღაურება გამოიმუშავა. მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა ჯენიფერ ლოურენსიც, რომელმაც ღია წერილით დააფიქსირა საკუთარი უკმაყოფილება და გაამხილა, რომ მან და ემი ადამსმა ამერიკულ აფერაში მონაწილეობისთვის მამაკაცებზე ბევრად ნაკლები თანხა მიიღეს.

 

Comments

comments