ფორბსმა 2017 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი კაცი დაასახელა

მსახიობი ქალების შემდეგ მამაკაცების დროც დადგა. ფორბსმა 2017 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი კაცების სია გამოაქვეყნა, რომლის სათავეშიც მარკ უოლბერგი მოექცა. ყოფილმა რეპერმა 2016 წლიდან დღემდე 68 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მისი წლიური ჰონორარი ბევრად აღემატება ქალ მსახიობების სიის ლიდერის, ემა სტოუნის ანაზღაურებას, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს ჰოლივუდში გენდერული უთანასწორობის პრობლემაზე.

შარშანდელი ტოპ მსახიობი დუეინ ჯონსონი ამჯერად 65 მილიონ დოლარსა და მეორე ადგილს დასჯერდა.

დანარჩენი პოზიციები კი ასე გადანაწილდა:

20. მარკ რუფალო – 13 მილიონი

19. კრის პრატი – 17 მილიონი

18. კრის ევანსი – 18 მილიონი

17. ჯერემი რენერი – 19 მილიონი

16. მეთ დეიმონი – 21 მილიონი

15. რაიან რეინოლდსი – 21.5 მილიონი

14. რაიან გოსლინგი – 29 მილიონი

13. სემუელ ელ ჯექსონი – 30.5 მილიონი

12. ტომ ჰენკსი – 31 მილიონი

11. კრის ჰემსუორთი – 31.5 მილიონი

10. აკშაი კუმარი – 35.5 მილიონი

9. სალმან ხანი – 37 მილიონი

8. შაჰ რუხ ხანი – 38 მილიონი

7. ტომ კრუზი – 43 მილიონი

6. რობერტ დაუნი ჯუნიორი – 48 მილიონი

5. ჯეკი ჩანი – 49 მილიონი

4. ადამ სენდლერი – 50.5 მილიონი

3. ვინ დიზელი – 54.5 მილიონი

2. დუეინ ჯონსონი – 65 მილიონი

1. მარკ უოლბერგი – 68 მილიონი

Comments

comments