15 დიდებული დეკორაცია კინომოყვარულთა ბინისთვის

კინო ჩვენი ცხოვრების ნაწილია – იმდენად, რომ მხოლოდ ეკრანებზე აღარ გვყოფნის და გვინდა, საყვარელ გმირებს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შევხვდეთ. ქვემოთ წარმოდგენილი დეკორაციები არამარტო გაალამაზებს კინომოყვარულთა სახლებს, არამედ ფავორიტ ფილმებში  გვაგრძნობინებს თავს:

1. კაპიტან ამერიკის ღამის განათება

2. რიკის და მორტის მონოპოლი – სამაგიდო თამაშების კოლექციისთვის

3. ხმლების საზურგე თქვენს ფაიფურის ტახტს მეტი დამაჯერებლობა რომ შესძინოთ

4. ტარდისის ზარდახშა, რომელიც იმდენად მოსახერხებელია, თითქოს შიგნიდან გაცილებით დიდი იყოს

5. მზეთუნახავისა და ურჩხულის ჯაგრისების დამჭერი, რადგან პირადი ჰიგიენა დაგვეხმარება, ურჩხულებად არ ვიქცეთ

6. იურიული პერიოდის პარკის საშხაპე ფარდა

7. ზებუნებრივის ბალიში და საბნის პირი – ძმები ვინჩესტერები მუდამ ტანზე რომ გვეკვროდნენ

 

8. მილენიუმ ფალკონის ქეჩა კოსმოსური კომფორტისთვის

9. ვარსკვლავური გზის სპოკის ფორმის ნამცხვრების ქილა 

10. მსროლელი დერილის საბანი, რომელიც მოსიარულე მკვდრების ჯარს აგარიდებთ. სურვილისამებრ, შეგიძლიათ არბალეტიანი ლამპაც შეუხამოთ.

 

11. შუამიწეთის რუკა 

12. ჰოგვორტსის ექსპრესის მიმანიშნებელი დაფა – ჰარი პოტერის სამყაროსთან მუდმივად ახლოს რომ ვიგრძნოთ თავი

13. ჯეკ სკელინგტონის ყულაბა (ანიმაციური ფილმიდან: კოშმარი შობის წინ)

14. უსაყვარლესი პიკაჩუს ლამპა, რომელიც შვიდფერად იცვლება

15. ბეტმენისა და გოთემის თემატიკის კედლის საათი

 

Comments

comments